თავში

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანშია.

უგეზო მთვარეა 14:51 დან - დღის ბოლომდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის სასურველი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

სჯობს თქვენი კარგად მოფიქრებული და კორექტირებული გეგმით დაიწყოთ იმ საქმეები განხორციელება, რომელზეც თითქმის ხელი გქონდათ ჩაქნეული და აღარაფერს ელოდით.

კურო

საყოფაცხოვრებო საქმეებითა და ოჯახური საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. ეს დღე შეგიძლიათ გამოიყენოთ რაიმე ორიგინალურის დასაგეგმად, ფინანსური კაპიტალდაბანდების ან ავანტიურული პროექტებისათვის.

ტყუპები

საქმეში წარმატებისთვის მთავარია არ იჩქაროთ, იყავით გაბედული, დაეყრდენით გამოცდილებას. ფრთხილი და დინჯი მოქმედებით შესაძლოა „მწვერვალებს ვერ მიწვდეთ“, მაგრამ შედეგები სტაბილური და მყარი იქნება.

კირჩხიბი

განწყობის ასამაღლებლად სასურველია ესტუმროთ შემოქმედებით ღონისძიებას, გაისეირნეთ ბუნებაში, ეს დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ დაქვეითებული ენერგო-ტონუსი და დაუბრუნდეთ ჩვეულ საქმიან რიტმს.

ლომი

საქმიან სფეროში გამოიყენეთ მხოლოდ ნაცადი ხერხები, ხოლო პირად ცხოვრებაში შეგიძლიათ შეიტანოთ სიახლეები და ექსპერიმენტებიც კი. ერთფეროვნების და მოწყენილობის შემოტევებს მეგობრებთან ერთად გაუმკლავდით.

ქალწული

ახალ საქმეში ან სამსახურში წარმატებისთვის მნიშვნელოვანია იაროთ ძველი ნაცადი გზებით, მეთოდებით, რომლებიც კარგად გაქვთ ათვისებული და დროში გამოცდილი, ასე სასურველ შედეგებს მიიღებთ, ვიდრე ინოვაციური მიდგომებით.

სასწორი

ნურავის გაანდობთ თქვენს ახალ გეგმებსა და იდეებს, რათა თავიდან აიცილოთ მოშურნეთა ირონიული გამოხტომები და მტრული თავდასხმები. სასურველია ნაკლები ილაპარაკოთ და მხოლოდ მსმენელის როლით დაკმაყოფილდეთ.

მორიელი

დღეს ბევრს არ მოეწონება თქვენი საბრძოლო შემართება და მიზანსწრაფულობა, ამიტომ გაგიჭირდებათ თანამოაზრეების მოზიდვა და მათი რაიმეში დარწმუნება, შესაბამისად ან გადადეთ თქვენი გეგმები სამომავლო ან დამოუკიდებლად, მარტო იმოქმედოთ.

მშვილდოსანი

შექმნილი ვითარება თქვენგან სწრაფ და გადამწყვეტ ნაბიჯებს მოითხოვს, გარშემომყოფნი კი უფრო მეტად გაგირთულებენ საქმეს და თავიანთი პესიმისტური მიდგომებით უფრო გაგაღიზიანებენ. დამშვიდდით, ნელნელა ყველაფერს დაძლევთ.

თხის რქა

ნებისმიერ საყოფაცხოვრებო სირთულეს კარგად გაართმევთ თავს პრაქტიკული და პრაგმატული მიდგომით, თუმცა თქვენი სერიოზულობა და ყაირათიანად ფულის ხარჯვა შესაძლოა გამაღიზიანებელი იყოს თქვენი პარტნიორისთვის.

მერწყული

მშვიდი და ერთფეროვანი დღეა თავისი ჩვეული ფერებით. შეგიძლიათ თავად გააფერადოთ საკუთარი განწყობა. დაკავდით თქვენთვის სასიამოვნო საქმეებით, გაერთეთ, დაისვენეთ, მიუძღენით ეს დღე საკუთარ თავს.

თევზები

დღეს ახლობლების პრობლემების მოგვარებით ან ნათესავებზე ზრუნვით იქნებით დაკავებული, შესაძლოა თქვენი მორალური მხარდაჭერა დასჭირდეს თქვენს მეგობარს, თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system