თავში

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

აკონტროლეთ თქვენი საფულე. თავშეკავებულობა გამოიჩინეთ, ხოლო სამსახურის მერე დრო სჯობს  თქვენს ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

კურო

დღეს შესაძლოა გარკვეულმა სირთულეებმა იჩინოს თავი, ამიტომ მეტად აკონტროლეთ ემოციები. თვალი გადაავლეთ თქვენს გარშემომყოფებს, შესაძლოა ვინმე თქვენგან უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებდეს.

ტყუპები

ეცადეთ მაქსიმალურად შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით. ნუ გამოიჩენთ ინიციატივას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

კირჩხიბი

პირადი ურთიერთობების გამყარებისა და დალაგებისთვის მშვენიერი დღეა, პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ თქვენს განწყობას, შემდეგ კი იმოქმედეთ თქვენი ბრწყინვალე ინტუიციის გამოყენებით.

ლომი

შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ აყვებით ემოციებს, დაიხმარეთ არომათერაპიიდან ლავანდის, საკმეველის არომატი, ბალახეული დამამშვიდებელი ჩაი, ასევე მინერალებიდან ფლუორიტი.

დღის მეორე ნახევარი მეტად პოზიტიურია.

ქალწული

დღეს სამსახურში გარკვეულმა სირთულეებმა შეიძლება იჩინოს თავი, რომელსაც კოლეგების დახმარებით შედარებით მარტივად გაართმევთ თავს.

სასწორი

მშვენიერი დღეა როგორც სხვადასხვა ღონისძიებებისთვის, ასევე რომანტიული შეხვედრებისთვის. ნუ გადაამეტებთ სასმელის მიღებისას.

მორიელი

იყავით მეტად დაკვირვებული, გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია, როგორც სამსახურში ასევე ოჯახის წევრებთან. შემოქმედებითი კუთხით ნაყოფიერი დღეა.

მშვილდოსანი

ყურადღებით იყავით კომუნიკაციებთან, მარტივად ნუ ენდობით ახალ ნაცნობებს. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

თხის რქა

თქვენთვის საქმიანი დღეა, ჩვეულ ფორმაში ხართ. აქტიური დღის ბოლოს ეცადეთ დრო დაუთმოთ საყვარელ ადამიანს.

მერწყული

დღეს მეტად ჰუმანური ხართ, შესაძლოა ყველა ადამიანი არ იმსახურებდეს თქვენგან დახმარებას. ამიტომ იყავით მეტად დაკვირვებული. დღის ბოლოს დაისვენეთ და ძალების აღდგენას დაუთმეთ დრო.

თევზები

ამ დღეს შეგიძლიათ მეტად აქტიური იყოთ, ინიციატივაც გამოიჩინეთ როგორც სამსახურში, ასევე სხვა შეხვედრებზე, მთავარია არ იჩქაროთ, მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას. მოუფრთხილდით ჯანმთელობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system