თავში

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნებისმიერი სფეროში სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინეთ. სასურველია მოერიდოთ მნიშვნელოვან საქმეებს და მხოლოდ წვრილმან, ყოფით საკითხებზე გადაერთოთ. თავისუფალი ქმედებების საშუალება ნაკლებად გექნებათ ამ უახლოეს პერიოდში.

კურო

სხვა ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით გარკვეული ცვლილებების დაგეგმვა მოგიწევთ, თუმცა შესაძლოა ყოველგვარი ქმედებების გარეშე აისრულოთ დიდი ხნის ოცნება. ელოდეთ სასიამოვნო მოულოდნელობებს.

ტყუპები

შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. ვიღაცისთვის ადრე გაწეულმა სამსახურმა და მხარდაჭერამ შესაძლოა სწორედ ახლა გამოიღოს ნაყოფი.

კირჩხიბი

მატერიალურ საკითხებში აქტიურობისთვის კარგი დროა, სასიკეთო და სარგებლიანი იქნება ახალი ფინანსური წყაროების მოძიება. შესაძლოა მიიღოთ ფული, რომელსაც არ ელოდით.

ლომი

დღეს უჩვეულო ვითარებაში შესაძლოა საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, მაგ: საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან საგამოფენო დარბაზში. შეძლებთ თავი გამოავლინოთ და თქვენი პიროვნება გარშემომყოფთა დახმარებით უფრო საინტერესო გახადოთ.

ქალწული

დღევანდელი ვარსკვლავების განლაგება დიდი იმედებისა და მყუდროების მომტანი იქნება თქვენს ცხოვრებაში. განამტკიცეთ ოჯახური ურთიერთობები, გაიხსენეთ თქვენი „ფესვები“, საგვარეულო ტრადიციები - ეს მეტად სასიკეთო იქნება თქვენთვის.

სასწორი

სასიკეთო დღეა, წარმატებებს მიაღწევთ კარიერულ საკითხებში, მართალია ზღვა საქმეებში ჩაეფლობით, მაგრამ ამით განვითარდებით პროფესიონალური კუთხით და აიმაღლებთ კვალიფიკაციას.

მორიელი

სასიყვარულო სფეროში სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი, შესაძლოა შვილის შეძენა, სტატუსის შეცვლა, სასიხარულო მოვლენები, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. არის ტრავმულობის ალბათობა. (17 ოქტომბრამდე)

მშვილდოსანი

შესაძლოა დაუგეგმავად შეხვდეთ თქვენთვის საძულველ ადამიანს. იყავით თავშეკავებული, რადგან არაკეთილმოსურნეთა გადაკრულმა სიტყვებმაც კი შეიძლება წყობიდან გამოგიყვანოთ.

თხის რქა

განმარტოების სურვილით ხართ მოცული, ფიქრებისა და დასვენების, სიზმრებისა თუ ილუზიების სამყაროში დარჩენას არჩევთ. უმჯობესია დაისვენოთ და მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ გადადოთ.

მერწყული

გამოიყენეთ დრო ახლობლებთან კონტაქტებისათვის, შეხვდით, დაგეგმეთ მათთან ერთად ახლო მომავალი, გაისეირნეთ ან ეწვიეთ სხვადსხვა გასართობ დაწესებულებებს.

თევზები

შეეცადეთ ენას კბილი დააჭიროთ და არ გათქვათ თქვენი საიდუმლო. მოიძიეთ მხარდამჭერები და თანამოაზრეები, იმოქმედეთ დინჯად და სტრატეგიულად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system