თავში

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 01:40 დან 04:37 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს გარეგნობას, კარგი იქნება იზრუნოთ გარდერობის განახლებაზე.

კურო

ელოდეთ სასიამოვნო ნაცნობობას, ახალ გატაცებას, შეეცადეთ ლამაზად წარმოაჩინოთ როგორც საკუთარი თავი, ასევე თქვენი გრძნობებიც გახსნილად გამოხატოთ.

ტყუპები

შეგიძლიათ თამამად გამოხატოთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა, ემოციები, თქვენი რჩეულიც დიდი ალბათობით იგივეს განიცდის.

კირჩხიბი

პირად საკითებში მოსალოდნელია გაუგებრობები, რომელიც შესაძლოა თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით განვითარდეს. პრობლემებს მოაგვარებთ თქვენს რჩეულთან გულახდილი საუბრით.

ლომი

ურთიერთობები უფრო მეტად მკაფიო ხდება, შესაძლოა აქამდე ფარული კავშირები სამზეოზე გამოიტანოთ. საღამოს მოაწყვეთ რომანტიული ვახშამი, თუ მეწყვილე არ გყავთ სახლში მარტო ყოფნისთვის ამ აქტიურ პერიოდს ნუ დაკარგავთ.

ქალწული

შესაძლოა გარკვეულ გაუგებრობებს ჰქონდეს ადგილი, თქვენ მოგიწევთ თქვენი მოთმინებითა და შეუპოვრობით საკუთარი სიმართლის დამტკიცება. ნუ იქნებით მომაბეზრებელი, მაგრამ თქვენი პოზიციები აუცილებლად დაიცავით.

სასწორი

გამოიჩინეთ ყურადღება, რადგან თქვენი დაუფუქრებელი ქმედებებით არ დააფრთხოთ ადამიანი, რომელიც მომავალში შესაძლოა თქვენს მეწყვილედ იქცეს.

მორიელი

არის ალბათობა ეჭვი შეიტანონ თქვენს გულწრფელობასა და სანდოობაში. შესაძლოა ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოგიწიოთ.

მშვილდოსანი

ენდეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას, ნუ აჰყვებით სხვათა მითქმა მოთქმას, პირად საკითხებშიც არ არის საჭირო ყველა „კეთილის მსურველის“ რეკომენდაციების გათვალისწინება.

თხის რქა

ახლა შფოთის დრო არ არის, ეცადეთ გამოასწოროთ დაშვებული შეცდომა, თქვენ ყველაფერს მოაგვარებთ მოთმინებითა და გულახდილობით.

მერწყული

შესაძლოა აჰყვეთ უსაფუძვლო ეჭვებს და ამით გაირთულოთ ცხოვრება, ან თქვენზე იეჭვიანონ...ნებისმიერ შემთხვევაში წარმოქმნილი კრიზისული სიტუაცია მალე სასიკეთოდ შეიცვლება.

თევზები

ენერგეტიკულად ძლიერი და თავდაჯერებული ხართ, გაბედულად იმოქმედეთ და ეჭვს ნუ შეიტანთ საკუთარ ძალებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system