თავში

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მატულობს  გაღიზიანება. შესაძლოა თავი იჩინოს ტექნიკურმა ხარვეზებმა. ეცადეთ დღე მეტად მშვიდ გარემოში გაატაროთ.

კურო

მეტი დრო დაუთმეთ თქვენს ოჯახის წევრებსა და თქვენთვის ძვირფას ადამიანებს. არ არის გამორიცხული სწორედ დღეს გაიგოთ რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ტყუპები

მეტი დრო დაუთმეთ ამ დღეს თვითანალიზს, შესაძლოა გარკვეული ახალი ტალანტები გამოავლინოთ. დღის მეორე ნახევარში უმასპინძლეთ სტუმრებს, მეტად დაისვენეთ.

კირჩხიბი

მეტად წარმატებულია დღე კარიერული კუთხით. პირად საკითხებში ინიციატივისა და სხვა საკითხების გარკვევისთვის სჯობს სხვა დრო შეარჩიოთ.

ლომი

ზამთრის დადგომასთან ერთად, შესაძლოა მეტად დასევდიანდეთ, თუმცა განწყობა თავად უნდა შეიქმნათ, გახალისდით, მოაწყვეთ მეგობრული შეხვედრები. ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს.

ქალწული

თვითანალიზისა და საკუთარ თავთან დამეგობრებისთვის კარგი დღეა. საქმეს რაც შეეხება ეცადეთ იყოთ მეტად დამოუკიდებელი.

სასწორი

მეტად მოუსმინეთ საკუთარ თავს. ნუ იმსჯელებთ სხვა ადამიანებზე მათი გარეგნობითა და იმიჯით. დღე კარგია რომანტიული შეხვედრებისთვის.

მორიელი

ქმედებებზე მეტად ეს დღე ანალიზისთვისაა რეკომენდებული. ეცადეთ ჩაუღრმავდეთ აქტუალურ საკითხებს. საღამოს მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს.

მშვილდოსანი

შემოქმედებითი მშვილდოსნებისთვის მეტად ნაყოფიერი დღეა. სამსახურში შემოიფარგლეთ ჩვეული საქმით. შემდეგ კი დაგეგმეთ გასვლა ქალაქგარეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად.

თხის რქა

ცვლილებების დროა, შეცვალეთ ინტერიერი, გადააადგილეთ ავეჯი, გადაახალისეთ ურთიერთობები, მოინახულეთ მეგობრები. ნუ აყვებით უსარგებლო ფიქრებს წარსულზე.

მერწყული

მოუფრთხილდით ფინანსებს. მეტად მოუსმინეთ ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს, ნუ იმოქმედებთ სპონტანურად.

თევზები

ნუ მოახდენთ მცირე უსიამოვნებების დეტალიზებას, თავი შეიკავეთ გარჩევებისგან. გამოიჩინეთ მოთმინება. დღე უკეთესია პირადი და საოჯახო საკითხებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system