თავში

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ აჰყვებით ნეგატიურ ვიბრაციებს, პირად ურთიერთობებში სწორედ თქვენ შეძლებთ მიიღოთ და შეინახოთ ის, რაც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

კურო

დღევანდელი დღე კმაყოფილებას მოგგვრით, შესაძლოა პიროვნული განვითარების ახალ ეტაპზე აღმოჩნდეთ, მიუხედავად თქვენი პასიურობისა ირგვლივ ყველაფერი ზომიერად პროგრესირებს.

ტყუპები

დაპატიჟეთ სტუმრად დიდი ხნის უნახავი მეგობრები, თუმცა სიფრთხილე გამოიჩინეთ კოლეგების მიმართ, შესაძლოა ინტრიგებსა და გაუგებრობებში გაგხვიონ.

კირჩხიბი

შესაძლოა სარემონტო სამუშაოებით დაკავდეთ, ბევრი საჭირბოროტო საკითხი მოითხოვს დროულ გადაჭრას, თქვენს გარეშე კი ეს პრობლემები არ მოგვარდება.

ლომი

შესაძლოა დღეს დახმარებისთვის მოგმართონ. ნუ გასცემთ უსაფუძვლო დაპირებებს, ნუ გადააჭარბებთ თქვენს შესაძლებლობებს, თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი საქმეების წარმოებისგან.

ქალწული

მოერიდეთ სიცრუესა და თავის წარმოსაჩენად სხვადასხვა ხრიკების გამოყენებას, ეს მხოლოდ შელახავს თქვენს რეპუტაციას და ზიანს მოგიტანთ. ახლა ჯობია დაისვენოთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

სასწორი

იყავით კეთილგანწყობილი ირგვლივმყოფებთან, მოინახულეთ და მონაწილეობა მიიღეთ კულტურულ ღონისძიებებში, წარმოაჩინეთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი სხვადასხვა საღამოებზე.

მორიელი

აქტიურ ფაზაშ შედის პირადი ცხოვრება, მოზღვავებული ემოციები ერთმანეთს ცვლის. მრავლად გექნებათ შეხვედრები და კომუნიკაციები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

მშვილდოსანი

შესაძლოა ჭორებისა და ინტრიგების ქარცეცხლში აღმოჩნდეთ, ზურგს უკან შეთქმულება მზადდება, ამიტომ იყავით ყურადღებით, რათა საფრთხე არ შეექმნას თქვენს ავტორიტეტსა და კეთილდღეობას.

თხის რქა

დაგროვილი რუტინული საქმეების მოგვარებას მთელი თქვენი დრო და ენერგია მიაქვს, იყავით თანმიმდევრული, გადახედეთ საქმიან ქაღალდებს და შეასრულეთ ძველი დაპირებები.

მერწყული

კოლეგების მხრიდან კომპლიმენტებსა და მხარდაჭერას დაიმსახურებთ. თქვენი ორგანიზატორული ნიჭი და საქმისადმი დამოკიდებულება მართლაც შთამბეჭდავი და სამაგალითოა.

თევზები

შესაძლოა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ. რაც თქვენი თვისებებისა და ჩვევების ძირფესვიანად შეცვლას გამოიწვევს. საბოლოოდ ყველაფერი მხოლოდ თქვენს სასიკეთოდ იმუშავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system