თავში

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ აყვებით ემოციებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გამოიჩნეთ მეტი დიპლომატია, ნუ ინერვიულებთ ყველა წვრილმანზე, ყველასთან შეიძლება საერთო ენის გამონახვა. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას.

კურო

ახალი მიზნები და ორიენტირები გაგიჩნდებათ. დიდი მოლოდინები ნუ გექნებათ ახალი ნაცნობობისგან პირად თემებთან დაკავშირებით.

ტყუპები

ნეგატიურ იმპულსებს დაუპირისპირეთ ოპტიმიზმი და თავდაჯერებულობა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. თავი შეიკავეთ ახალი ხელშეკრულებების გაფორმებისა და პროექტების წამოწყებისგან.

კირჩხიბი

ძველი წყენები და ერთმანეთის დადანაშაულება ხელს შეგიშლით ახლობელ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვაში. მეტად იყავით კომპრომისზე ორიენტირებული. ნაყოფიერი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

ლომი

წარმატების მომტანია მოლაპარაკებები, შეხვედრები. სასურველია სწორედ დღეს გადაწყვიტოთ მნიშვნელოვანი საკითხები რადგან თქვენი იღბლიანობა მატულობს, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდებით.

ქალწული

ზომიერი იყავით საქმიანობისას და ფინანსებთან დაკავშირებით. თუმცა მიუხედავად თქვენი გათვლებისა მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები რაც შესაძლოა ცუდად აისახოს თქვენს განწყობაზე.

სასწორი

დღეს კარგი იქნება საკუთარი თავის პრეზენტაცია, ისაუბრეთ თქვენს თავზე, წარმოაჩინეთ თქვენი დადებითი მხარეები. საღამო უმჯობესია მეგობრების წრეში გაატაროთ.

მორიელი

იყავით შემოქმედებითი, ნუ შეგაშინებთ ახალი წამოწყებები და პირველი ნაბიჯის გადადგმა.

მშვილდოსანი

ნუ წახვალთ მიღებული ნორმებისა და წესების წინააღმდეგ. დაისახეთ ახალი მიზნები, ახალი გეგმების განხორციელების სტრატეგია თანამოაზრეებთან ერთად.

თხის რქა

მიზნის მისაღწევათ გარკვეული დაბრკოლებების გადალახვა მოგიწევთ, ფარხმალს ნუ დაყრით. იყავით მეტად კორექტული და თავაზიანი რადგან მოიკრიბოთ თანამოაზრეები.

მერწყული

დღეს გულღია და ხალისიანი ხართ, არ გაკლიათ არც დელიკატურობა და ყურადღება სხვა ადამიანების მიმართ, ამიტომ მარტივად ნახავთ გამოსავალს ნებისმიერი რთული სიტუაციიდან.

თევზები

ენდეთ დროში გამოცდილ ადამიანებს. მიზნების განხორციელებისთვის ჩართეთ თქვენს საქმეებში მეგობრები და ოჯახის წევრები, ეს თანამშრომლობა ყველასთვის სარგებლიანი იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system