თავში

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 07:21 დან - 09:19 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

არ გაჩერდეთ, არ დააგდოთ მოქმედების ტემპი, მაგრამ არც აჩქარება ივარგებს, იმოქმედეთ ფრთხილი და მოზომილი ნაბიჯებით, რათა კმაყოფილი დარჩეთ თქვენი შრომის შედეგებით.

კურო

ახალი საქმის ან პროექტის წამოწყებისას შესაძლოა წინააღმდეგობებს გადააწყდეთ. მოთმინებითა და დიპლომატიურობით ყველაფერს იოლად გაუმკლავდებით.

ტყუპები

შესაძლოა დღეს ხელოვნების საკითხებით ან შემოქმედებითი სფეროთი დაინტერესდეთ, შეიტანეთ მრავალფეროვნება და სიახლეები თქვენს ყოველდღიურობაში, მაგრამ საპასუხისმგებლო ღონისძიებებისგან თავი შეიკავეთ. 

კირჩხიბი

ახალი ნაცნობობა გელოდებათ, თქვენი კეთილგანწყობით ყველას მოინადირებთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველას არ უხარია თქვენი მცდელობა სიხარული და პოზიტივი აჩუქოთ სხვებს.

ლომი

კარგი იქნება თუ გარკვეული დროის მანძილზე დამკვირვებლის პრინციპი გექნებათ. სასურველია თვალი ადევნოთ, მაგრამ არ ჩაერიოთ სხვადასხვა ცხოვრებისეულ მოვლენებში.

ქალწული

ყურადღება მიაქციეთ საქმიან ქაღალდებს და რაიმე გაუგებრობის ან ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ სპეციალისტს შესაბამის სფეროში. სასიკეთო, დადებითი ტენდენციებია მოსალოდნელი პირად ცხოვრებაშიც.

სასწორი

თვენი ცხოვრების გზაზე ახალი მეკავშირეები ჩნდებიან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ თქვენი პრობლემების მოგვარებაში, ამგვარად კი დაზოგავთ უამრავ დროს, ენერგიას და ფინანსებს.

მორიელი

ახალი მაცდური წინადადება შეიძლება შემოგთავაზონ, არ აჩქარდეთ და კარგად გაითვალისწინეთ ამ საქმის პოტენციალი და გათვალეთ საერთო ჯამში რა სარგებელს მოგიტანთ. სასურველი რჩევა ჰკითხოთ ძველ, გამოცდილ პროფესიონალებს.

მშვილდოსანი

მოერიდეთ რისკსა და აზარტს. აქცენტი გააკეთეთ ხანმოკლე პროექტებზე, გაიაზრეთ თუ რას მიაღწიეთ ბოლოდროინდელ საქმიანობაში და განაახლეთ, გადაახალისეთ თქვენი სამომავლო მოქმედების გეგმა.

თხის რქა

საკუთარი ძალების იმედი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული იდეა კარგი მოტივაციაა წინსვლისა და წარმატებისათვის, სწორედ საღი გონებითა და მონდომებით შეძლებთ სწორად ორიენტირებას მიმდინარე სიტუაციაში.

მერწყული

დასახეთ სამომავლო გეგმები ოჯახურ გარემოში, მოაგვარეთ შინაური უთანხმოებები და ნუ დაიწყებთ თქვენი სიმართლის მტკიცებას, ახლა დათმობაზე წასვლა საუკეთესო და ოპტიმალური გამოსავალია ოჯახური მყუდროებისა და ჰარმონიული თანაარსებობოსათვის.

თევზები

ახლა კონსერვატორული მიდგომები საქმისათვის წამგებიანია. ჩართეთ ფანტაზია და იყავით უფრო თამამი, გამოიყენეთ თქვენი გავლენიანი ნაცნობობა, კავშირები და გაბედულად იმოქმედეთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system