თავში

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 02:20 დან 08:07 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

თავი შეიკავეთ ფინანსური ოპერაციებისგან, განსაკუთრებით კი ფრთხილად სხვის ფულთან. გონივრულად გამოიყენეთ საკუთარი ფინანსებიც და ნუ შეიძენთ ისეთ ნივთებს რომელიც რეალურად არ გჭირდებათ.

კურო

აკონტროლეთ ფინანსური სფერო, არ ღირს სარისკო საქმეში ინვესტირება. გადადეთ სამომავლოთ ფინანსური ოპერაციები და კონცენტრირდით თქვენს სამუშაოზე.

ტყუპები

სამსახურში დღე აქტიური და ნაყოფიერია, შესაძლოა დიდ საქმეებთან შეჭიდება მოგიწიოთ, თქვენი არასტანდარტული იდეები დიდ დაინტერესებას გამოიწვევს.

კირჩხიბი

მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება სავარაუდოდ თქვენს კარიერულ წინსვლაზე სასიკეთოდ აისახება და შეძლებთ თქვენი ნიჭისა და პროფესიონალიზმის დემოსტრირებას.

ლომი

ფრთხილად ცდუნებებთან, ყურადღებით აკონტროლეთ სიტუაცია, რათა არ აღმოჩნდეთ ილუზიების ტყვეობაში.

ქალწული

იფიქრეთ მომავალზე, დაისახეთ ახალი მიზნები, სასურველი გარკვეული ფინანსური რესურსი იქონიოთ. სხვა მხრივ მეტი დრო დაუთმეთ გონების დასვენებას.

სასწორი

დღეს შესაძლოა გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, ერიდეთ ფულის უყაირათო ხარჯვასა და მსხვილ საყიდლებს.

მორიელი

შესაძლოა გაჩნდეს ახალი პროექტის იდეა, რომელიც კარგ შემოსავალს მოგიტანთ, არ არის გამორიცხული სწორედ ამ პერიოდში შეიძინოთ თქვენთვის ძალიან მნიშნელოვანი ნივთი.

მშვილდოსანი

დღეს ახალი საქმიანი წინადადებების დამსახურებით შესაძლოა თქვენი კეთილდღეობის საქმეში მტკიცე ნიადაგი მოამზადოთ.

თხის რქა

ობიექტურად შეაფასეთ ნებისმიერი სიტუაცია და ეცადეთ გააკეთოთ სწორი არჩევანი, ნუ შეეცდებით სხვებს დაანახოთ ის, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

მერწყული

ზედმეტი თავდაჯერებულობა და ხელგაშლილობა კარგს არაფერს მოგიტანთ, ერიდეთ უსარგებლო ხარჯებს.

თევზები

თუ შინაგანი შფოთი გაქვთ თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით, დაფიქრდით იქნებ კარგი იყოს კვალიფიკაციის ამაღლება, ან იქნებ ახალი სამსახურის მოძიებაზე იფიქროთ?

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system