თავში

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ის რის მიღწევასაც ცდილობთ მეტ სისწრაფესა და ძალისხმევას საჭიროებს, მთავარია იმოქმედოთ ისე, რომ საქმის დაჩქარებით არ გაუარესდეს მისი შესრულების ხარისხი.

კურო

დროა იფიქროთ თქვენს რეპუტაციაზე, მეტი სერიოზულობით მოეკიდეთ საქმეებს და დაუმტკიცეთ ყველას, რომ შეგიძლიათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და თქვენი ნდობა ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება.

ტყუპები

დაიცავით ბალანსი, იმუშავეთ ძველი იდეებისა და საქმეების რეალიზება-დასრულებაზე და კოლეგებთან ერთად ნურც ახალი, საინტერესო პროექტის განხილვას დაიზარებთ.

კირჩხიბი

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, შესაძლოა ალერგიის გამწვავება, ფრთხიად ახალი სახის საკვებთან, წამლებთან, კოსმეტიკურ საშუალებებთან, ყურადღება მიაქციეთ სიზმრებსა და მინიშნებებს.

ლომი

დღეს შესაძლოა თქვენს მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ. ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ და გამოავლინოთ საუკეთესო თვისებები. არ დაივიწყოთ იმიჯზე ზრუნვა.

ქალწული

თავი შეიკავეთ გაუაზრებელი და ავანტიურული ნაბიჯებისგან, ეს მხოლოდ გაგირთულებთ ცხოვრებას და არაფერ კარგს არ მოგიტანთ არც საქმიან და არც პირად ურთიერთობებში.

სასწორი

ხმაურიანი და აქტიური დღეა, შესაძლოა უცხო ადამიანების გარემოცვაში მოხვდეთ და ვერ მოახერხოთ მათთან დაკისრებული ამოცანის შესრულება, ვისკენაც დიდი ხანია ისწრაფვით. იყავით მეტად ობიექტური და გამოიჩინეთ კეთილგონიერება.

მორიელი

დამშვიდდით, შესაძლოა საკუთარი თავის მიმართ ზედმეტმა პრეტენზიებმა და მეტის მიღწევის სურვილმა, არა თუ სასიკეთო, პირიქით წამგებიანი გახადოს თქვენი საქმიანობა, თქვენი შრომის ხარისხი და ეფექტურობა.

მშვილდოსანი

შესაძლოა ახლობლებისა და მეგობრების არასათანადო შეფასებებით განაწყენდეთ. ცოტა დროა საჭირო და მალე დარწმუნდებით, რომ თქვენი შრომა ღირსეულად და სათანადოდ დაფასდება.

თხის რქა

ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მეტი ყურადღება დაუთმეთ დეტალებს, ნუ იჩქარებთ და მეტისმეტსაც ნუ მოინდომებთ. თქვენს გონივრულ ქმედებაზე ბევრად იქნება დამოკიდებული პროექტისა თუ კომპანიის მომავალი ბედი.

მერწყული

დაისვენეთ და დატკბით სასიამოვნო, კომფორტული გარემოთი, თავი დაანებეთ სხვადასხვა პრობლემატური საკითხების გარჩევასა და სამსახურზე ფიქრს. დაისვენეთ და აღიდგინეთ ძალები.

თევზები

დღეს შესაძლოა თქვენმა საქმიანმა პარტნიორმა გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო იმედი გაგიცრუოთ, ნუ დაღონდებით, მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. 

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system