თავში

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 12:00 დან - 17:36 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

სასიკეთო დღეა. თქვენი ენერგოტონუსის წყალობით ყოველივეს გაუმკლავდებით და საქმეს ბოლომდე მიიყვანთ, ყველა შესაძლებლობას წარმატებით გამოიყენებთ ახალი საქმის დასაწყებად.

კურო

დღე კარგია ახალი საქმიანობის წამოწყებისთვის (არა იმიჯთან დაკავშირებული) და ძველის დასასრულებლადაც. თქვენი ცოდნა და გამოცდილება წარმატების გარანტიაა ნებისმიერი საქმიანობისთვის.

ტყუპები

ნურაფერს გადადებთ სამომავლოდ. იმოქმედეთ სწრაფად და გაბედულად. შესაძლოა ძველმა მეგობრებმა თანამშრომლობა შემოგთავაზონ მეტად პერსპექტიულ პროექტში.

კირჩხიბი

დღეს, შესაძლოა გაგიჭირდეთ ერთ კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირება. ასევე შესაძლოა დახმარებისთვის ახლობლებმა მოგმართონ, რის გამოც საკუთარი საქმეების გადადება მოგიწევთ.

ლომი

თქვენი მიზანსწრაფვა, ხალისი და ენერგია საშუალებას მოგცემთ სწრაფად მიაღწიოთ წარმატებას, ინტუიცია არც ამჯერად დაგაღალატებთ და საუკეთესო გზას აგარჩევინებთ. ელოდეთ სასიამოვნო სიახლეებს.

ქალწული

იყავით ფრთხილი და წინდახედული, ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს, ნურც თავში მოსულ ყველა იდეას შეეჭიდებით. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში.

სასწორი

შესაძლოა დღეს საინტერესო შემოთავაზებასთან ერთად გარკვეულმა სირთულეებმა იჩინოს თავი. იყავით გაბედული, მიზანდასახული და ძველი მეგობრების იმედი გქონდეთ, სწორედ ესაა ამ ეტაპზე წარმატებისთვის საჭირო.

მორიელი

დღეს, შესაძლოა ძველმა ნაცნობებმა შეგახსენონ თავი და მათთან დაკავშირებულმა უსიამოვნებების გახსენება ხასიათი გაგიფუჭოთ. ნუ იჩქარებთ, ყველაფერი თავისთავად გამჟღავნდება და მიხვდებით როგორ მოიქცეთ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

მშვილდოსანი

შეგიძლიათ თამამად და გაბედულად იმოქმედოთ, ძველი ნაცნობები და თანამოაზრეები ახლაც მზად არიან გვერდში ამოგიდგნენ და მხარი დაგიჭირონ ნებისმიერ წამოწყებაში.

თხის რქა

დღეს, კარგად ნაცნობი ჩვეული საქმეებისთვისაც დიდი ძალისხმევა შეიძლება დაგჭირდეთ, ეს ძალიან გაგაღიზიანებთ, რადგან ამგვარ საქმეებს ძალიან იოლად და სწრაფად აგვარებდით. მთავარია არ აჰყვეთ შფოთს, ყველაფერს მალე დაალაგებთ.

მერწყული

სასიკეთო დღეა, შეგიძლიათ წამოიწყოთ ის საქმე რომელსაც ადრე თავი ვერ გაართვით ან დაიხმარეთ მეგობრები, მოიფიქრეთ და დაიწყეთ საინტერესო იდეების ფრთაშესხმა. არ გაუშვათ ეს საინტერესო შანსი ხელიდან.

თევზები

იმოქმედეთ სწრაფად და შეუპოვრად, არ დაკარგოთ დრო ბევრ ფიქრში და დაიწყეთ ნებისმიერი თქვენთვის საინტერესო საქმე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system