თავში

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ახლა დროა იფიქროთ ადრე დაგეგმილი საქმეების განხორციელებაზე, კარგი იქნება თუ ნაკლებად გააკრიტიკებთ სხვებს და მეტად აკონტროლებთ საკუთარ სიტყვებს.

კურო

გამოიჩინეთ შეუპოვრობა, იყავით გაბედული და ინიციატივიანი, შეეცადეთ აღკვეთოთ კონფლიქტი და უთანხმოება.

ტყუპები

დაგეგმეთ მომავალი საქმიანობა და გონივრულად შეუდექით მის რეალიზებას. გქონდეთ საკუთარი თავის იმედი და კონცენტრირდით მთავარზე.

კირჩხიბი

მიზანი სწორედ გაქვთ არჩეული, შეგიძიათ იამაყოთ თქვენი თავით, თქვენ შეძლებთ ბევრს მიაღწიოთ და ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე.

ლომი

იყავით ემოციურად თავშეკავებული, ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს თქვენს გეგმებზე, იმოქმედეთ, განახორციელეთ თქვენი ჩანაფიქრები, წინ საინტერესო ჰორიზონტებია „დასაპყრობი“.

ქალწული

სიალხეების დღეა, ახალი ნაცნობობა, ახალი პარტნიორები, ახალი სამოქმედო სფერო გელოდებათ, განთავისუფლდით კონსერვატიული და სტერეოტიპული მიდგომებისგან. მომგებიანია ნებისმიერი სახის ურთიერთობები.

სასწორი

დღეს შესაძლოა გაგიჩნდეთ გამძაფრებული მოთხოვნილება იმისა, რომ იყოთ დამოუკიდებელი როგორც საქმეებსა და ქმედებებში ასევე გადაწყვეტილებების მიღების დროს.

მორიელი

თქვენმა ფანტაზიებმა შესაძლოა რეალობას ძალიან მოგწყვიტოთ, ეცადეთ მოძებნოთ გზა, თქვენი ოცნებების რეალიზებისთვის.

მშვილდოსანი

თუ გსურთ რომ მიზანს მიაღწიოთ, ნუ გათქვამთ თქვენს სამოქმედო გეგმას, სამსახურში მეტად გჭირდებათ დიპლომატია და ბალანსი.

თხის რქა

კარგად მოიფიქრეთ და თანმიმდევრულად გადაჭერით პრობლემატური საკითხები, რათა წინ წაიწიოთ კარიერული კუთხით.

მერწყული

ნუ შეუშინდებით სიახლეებს, მოსალოდნელია ცვლილებები, რომლისთვისაც შესაძლოა მზად არ იყოთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

თევზები

არის ალბათობა მოგიწიოთ მგზავრობა, ამასთან შესაძლოა მეგობრებს გარკვეული ფინანსური მხარდაჭერაც დასჭირდეთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system