თავში

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 07:44 დან -11:07 მდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის სასურველი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

კომუნიკაციებით დახუნძლული დღეა, გადახედეთ მნიშვნელოვან თემებს და ეძიეთ მხარდამჭერები. ნუ ენდობით დაპირებებს, დაძაბული ფონი დღის მეორე ნახევარში ნელნელა გადაივლის.

კურო

თქვენი შრომისუნარიანობა, განწობა და გარემოებები საშუალებას მოგცემთ კარგი საძირკველი ჩაუყაროთ მომავალ წარმატებებს. იმოქმედეთ მეტი ენთუზიაზმით.

ტყუპები

ინტუიციის წყალობით შეძლებთ რამდენიმე ნაბიჯით გაუსწროთ მეტოქეებს, ხოლო მიმდინარე მოვლენებისა და ფაქტების ჯანსაღი და სწორი შეფასება წარმატებას მოგიტანთ.

კირჩხიბი

ახალი ნაცნობობა ახალ შესაძლებობებს მოგიტანთ და შეძლებთ გამარჯვება მოიპოვოთ ძველ საქმესთან დაკავშირებით. დაიცავით ზომიერება. თქვენს ცხოვრებაში ნელნელა სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს.

ლომი

დღეს კმაყოფილი იქნებით როგორც საკუთარი თავით, ასევე ირგვლივმყოფი ადამიანების მხარდაჭერით. ფართოვდება თქვენი სამოქმედო არეალი და იზრდება შესაძლებლობები. ელოდეთ საინტერესო შემოთავაზებას.

ქალწული

შესაძლოა ახალი საპასუხისმგებლო საქმე დაგავალონ, რომელიც კარგ სარგებელს მოგიტანთ და ავტორიტეტსაც აიმაღლებთ. თქვენი თავდაჯერებულობა მნიშვნელოვანი წარმატებების წინაპირობაა.

სასწორი

ეფექტურად შეძლებთ თვითრეალიზებას და თვითგამოხატვას, გარშემომყოფთა უტაქტო გამოხტომებს სათანადო პასუხს გასცემთ, დღეს თქვენს სიმშვიდეს ვერავინ დაარღვევს.

მორიელი

იმოქმედეთ თქვენი სურვილებიდან გამომდინარე და ნუ დახარჯავთ დროს სხვების პრობლემების მოგვარებაზე. შესაძლოა გაუგებრობებმა იჩინოს თავი, თუმცა სამომავლო საქმიანობაზე ეს არ არისახება.

მშვილდოსანი

გაუსწორეთ თავლი რეალობას და გაიხსენეთ არც ისე შორეული ცხოვრებისეული გაკვეთილები. გონივრული მოქმედებითა და შეუპოვრობით შეძლებთ როგორც მატერიალური ასევე მორალური სურვილების დაკმაყოფილებას.

თხის რქა

ეს დღე რთული საკითხების მოგვარებას შეგიძლიათ დაუთმოთ, შანსი გექნებათ გაიუმჯობესოთ ურთიერთობები ახლობლებთან და მათზე სასიკეთო გავლენა მოახდინოთ.

მერწყული

მოერიდეთ უცხო ადამაინებთან კონტაქტს, რათა თავიდან აიცილოთ ინტრიგები და იმედგაცრუება. იკონტაქტეთ იმ ადამიანებთან ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ და ვისაც ენდობით.

თევზები

ნუ აჰყვებით ეჭვებს და ნუ გააზვიადებთ წარმოსახვით ყოველდღიურ უსიამოვნო წვრილმანებს. ერიდეთ ვალების აღებას. გარშემომყოფებმა თქვენი მოლოდინი შეიძლება არ გაამართლონ.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system