თავში

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდება, პირად-სასიყვარულო ფრონტზეც უკეთესობაა. მთავარია ინიციატივა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ.

კურო

საქმე მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ძირითადი ყურადღება ჯანმრთელობას დაუთმეთ. ჯანმრთელობა და ხალისიანი განწყობა ხელს უწყობს თქვენს პროდუქტიულობას.

ტყუპები

იზრუნეთ ენერგო-ტონუსის ამაღლებაზე. საქმიანი კუთხით წარმატებული დღეა, სარგებლიანია მოლაპარაკებებისა და ახალ პროექტებთან დაკავშირებული საკითხების გაანალიზება.

კირჩხიბი

შესაძლოა აქტუალური იყოს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. გაითვალისწინეთ რომ სახლის ყიდვა-გაყიდვა ან მსგავსი თემები ახლა არ არის ხელსაყრელი. თუ ამის აუცილებლობაა სთხოვეთ დახმარება გამოცდილ, სანდო ადამიანებს.

ლომი

შესაძლოა შეხვდეთ საინტერესო, გონიერ, ცნობილ ადამიანებს. ეს შეხვედრები და ურთიერთობები შესაძლოა გახდეს თქვენი მოტივაცია და შთაგონების წყარო. კარგია ახალი ცოდნის მიღება.

ქალწული

კარგი იქნება თუ ამ დღეს სამსახურეობრივი ვალდებულებების შესრულებას მიუძღვნით, მოიფიქრეთ ახალი გზები და ხერხები მათ მოსაგვარებლად და თქვენი მიზნების ფრთა შესხმისთვის.

სასწორი

მიჰყევით საქმეების ქრონოლოგიურად, დაიწყეთ ყველაზე მნიშვნელოვანი! კარგი იქნება გარემოს შეცვლა, ახალი ადამიანების გაცნობა, შეხვედრები და საუბრები ცხოვრებისეულ თემებზე. დღეს განმარტოებას არ გირჩევთ.

მორიელი

იწყება თქვენი ენერგეტიკული აღმავლობის პერიოდი, ახლა გაქვთ შესაძლებლობა ჩაერთოთ და ნაკლები ძალისხმევით მოაგვაროთ საოჯახო თუ საქმიანი პრობლემები. სიახლეებისა და სასიყვარულო თავგადასავლების დროა.

მშვილდოსანი

იზრუნეთ საკუთარ იმიჯზე, განაახლეთ გარდერობი, მაგრამ ფული გონივრულად დახარჯეთ, ყურადღება მიაქციეთ კონტაქტებს და გულმოდგინედ შეარჩიეთ ადამიანები თქვენს გარემოცვაში.

თხის რქა

შესაძლოა სახლიდან დაგჭირდეთ საქმეების მართვა, მართალია ამას დიდი ძალისხმევა დაჭირდება, მაგრამ ცდა ღირს. ამგვარად მეტ პატივისცემასა და დაფასებას დაიმსახურებთ.

მერწყული

გარშემომყოფების დაუფიქრებელი ქცევითა და წამოსროლილი ფრაზებმა შესაძლოა თქვენი წყენა და გაბრაზება გამოიწვიოს. შეეცადეთ იყოთ მეტად მიმტევებელი და გულისხმიერი.

თევზები

ურთიერთობები მეტი გონივრულობა გმართებთ, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები, ჩართეთ თქვენი უნიკალური ინტუიცია, იმოქმედეთ მასზე დაყრდნობით და იყავით მშვიდად. 

მასალა მოამზადა ასტროლოგმა, ქეთი ოდიშელმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system