თავში

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მე-15-16 დღე. დილით, მნათობთა რომანტიკული ურთიერთქმედება იუპიტერთან გუშინდელი მოვლენების გაგრძელებაა. დღის მეორე ნახევარში მთვარის კირჩხიბის ნიშანზე გადასვლა გააძლიერებს ემოციებს. საღამოსთვის მთავარი აზრი შეიძლება იყოს საოჯახო საქმეები, საყოფაცხოვრებო საჭიროებები, ეკონომიკური გეგმები, ოჯახური კავშირები ან ჩახლართული ფინანსური საქმეები.

კვლავ წამოიჭრება პრაქტიკული ხასიათის კითხვები, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელი მხოლოდ კომპრომისით იქნება შესაძლებელი.

ვერძი

მიჰყევით თქვენი მისწრაფებების რეალიზების გზებს, მაგრამ აუცილებლად გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის.

კურო

მეტად გახალისდით, მოინახულეთ მეგობრები და არ გამოტოვოთ საინტერესო ღონისძიებები. შესაძლოა საკმაოდ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც თქვენს პირად თუ საქმიან სფეროში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ.

ტყუპები

გაერთეთ, იმხიარულეთ, იყავით აქტიური, გამოიჩინეთ ინიციატივა როგორც კომუნიკაციებში ასევე სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზებაში.

კირჩხიბი

მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, ნუ გადაიღლებით. სხვა მხრივ დღე სასურველია კომუნიკაციებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

ლომი

სასურველია ამ დღეს ფინანსური სფეროს ანალიზსა და ახალი წყაროს ძიებას დაუთმოთ დრო. ზოგადად დრო წარმატებულია ნებისმიერი საქმიანობისთვის. მეგობრებსა და მათგან მოსულ იდეებს მეტი ყურადღება დაუთმეთ.

ქალწული

დღე ჯობს, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. კარგია ასევე ეს პერიოდი საყიდლებისთვის. საღამოს მეტად დაისვენეთ.

სასწორი

მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებსა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. სასურველია მოიწყოთ განტვირთვის დღე.

მორიელი

კარგია დღე სამომავლო გეგმების გასაანალიზებლად, აი ქმედებისთვის და ახალი ნაბიჯების გადასადგმელად დრო რეკომენდებული არ არის.

მშვილდოსანი

დღე სასურველია მგზავრობებისთვის და სხვადასხვა აქტივობებისთვის. მთავარია შეინარჩუნოთ ემოციური სტაბილურობა მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემების შემთხვევაში.

თხის რქა

დღე ხელსაყრელია სხვადასხვა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენამდე მოსულ ნებისმიერ ინფორმაციას.

მერწყული

კარგი შესაძლებლობების დღეა თითქმის ყველა სფეროში, გაუთვლელი სიტუაციების შემთვევაში დაეყრდენით საკუთარ ინტუიციას.

თევზები

შეიტანეთ ცხოვრებაში ახლებური ხედვა, შეიცვალეთ იმიჯი, გათავისუფლდით არასასურვლი სამოსისგან, ასევე გაფილტრეთ კონტაქტები. ყურადღება დაუთმეთ ემერგოტონუსის ამაღლებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system