თავში

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 12:45 დან - 16:39 მდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

მოსალოდნელია სამსახურეობრივი წინსვლა და შემოსავლების ზრდა. ახალი შეხვედრები და მოლაპარაკებები კი პერსპექტიული და ნაყოფიერი იქნება.

კურო

ნურავის ჩაახედებთ თქვენს გეგმებში, გახსოვდეთ რომ თქვენი კონკურენტები თვალყურს გადევნებენ. იყავით ფხიზლად და ყურადღებით.

ტყუპები

თანდათან ყველა პრობლემას მოაგვარებთ და მშვიდი სიტუაცია საშუალებას მოგცემთ ძალისხმევა სიახლეებისკენ მიმართოთ. სამსახურში ურთიოერთობები მეტად დასტაბილურდება.

კირჩხიბი

შეეცადეთ შინ თუ გარეთ კამათსა და დაპირსპირებებს თავი აარიდოთ, მეტი შემართებით შეეცადეთ გამოიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელიც ხელიდან გაუშვით, ახლა შეცდომების გამოსწორების საშუალება გაქვთ.

ლომი

გაბედულად გადადგით ნაბიჯები მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად. მეტად პროდუქტიული იქნება შეხვედრები და მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან.

ქალწული

მოზღვავებული ენერგია და პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ მოაგვაროთ და დაალაგოთ პრობლემური საქმეები. შესაძლოა სასარგებლოდ წარიმართოს მოლაპარაკებები პროექტზე, რომელიც მომავალში დიდი სარგებლის მომტანი იქნება.

სასწორი

წარსულის შეცდომებმა ახლა შესაძლოა გარკევული დისკომფორტი შეგიქმნან. შეეცადეთ აკონტროლოთ ემოციები და არ აჰყვეთ პროვოკაციებს, ამგვარად თავიდან აიცილებთ უსიამოვნებებს.

მორიელი

იოლად მოახერხებთ გაუგებრობების მოგვარებას, ასევე წარმატებით გადაჭრით ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს. გამოიყენეთ დღევანდელი დღე პროდუქტიულად.

მშვილდოსანი

თუ შესაძლებელია ეცადეთ სამომავლოდ გადადოთ ყველა მნიშნელოვანი საქმე. დაელოდეთ უკეთეს მომენტსა და პერიოდს, რათა მარტივად მოაგვაროთ არსებული უთანხმოებები.

თხის რქა

იმოქმედეთ გონივრულად და წინდახედულად, ახლა კომპრომისი მომგებიანია. შეიქმენით ირგვლივ კომფორტული გარემო, მეტად დაისვენეთ და გახსოვდეთ, ბევრი რამ თქვენს აზრებსა და ფიქრებზეა დამოკიდებული.

მერწყული

შეხედეთ ცხოვრებას ფილოსოფიურ ჭრილში, მშვიდად გაარკვიეთ ახლობლებთან ძველი გაუგებრობები. საჭირო შემთხვევაში მეგობრები და კოლეგების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

თევზები

თუ დარწმუნებული არ ხართ გადაწყვეტილების მართებულობაში, ახალ საქმეებს ნუ შეეჭიდებით. ერიდეთ რისკს და ჩვეულ რიტმში განაგრძეთ საქმიანობა.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system