თავში

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

მზე ღამით მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. მთვარე ვერძის ნიშანს გადის.

ვერძი

სასიკეთო დღეა, თქვენი აქტიურობით, ობიექტურობითა და გონივრული ქმედებით არაერთ სირთულეს გაართმევთ თავს. მეტი დრო დაუთმეთ პირად სასიყვარულო თემას.

კურო

შესაძლოა თავი იჩინოს გაუთვლელმა სირთულეებმა, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებიან მხარდამჭერები, რომლებიც დაგეხმარებიან ბარიერების გადალახვაში, რჩევისთვის შეგიძლიათ ოჯახის წევრებსაც მიმართოთ.

ტყუპები

შესაძლოა სირთულეებმა იჩინოს თავი, როგორც პირად ასევე საქმიან თემებში, თუმცა ყველაფერს კარგად გაართმევთ თავს. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

კირჩხიბი

დღის აქტუალური თემაა ბრძოლა. ნუ დაღონდებით, დაეყრდენით თქვენს ინტუიციას, იმოქმედეთ სიტუაციის შესაბამისად, მთავარია არაფერი გამოგეპაროთ, იყავით წინდახედული, დააკვირდით პროცესებს.

ლომი

გამოიყენეთ ამ დღის შესაძლებლობები, მთავარია არ გადაამლაშოთ ეგოიზმითა და იმპულსურობით, მიენდეთ ცხოვრების დინებას, ნუ მოიქცევით რადიკალურად, მეტი დიპლომატია გამოიჩინეთ და გაგებით მოეკიდეთ ირგვლივმყოფებს.

ქალწული

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მოერიეთ შფოთსა და გაღიზიანებას. რჩევისთვის უფროს, თქვენზე გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ. სასიკეთო დღეა პირად-სასიყვარულო კუთხით.

სასწორი

დღის პირველი ნახევარი დახუნძლული იქნება სხვადასხვ ტიპის გარჩევებითა და მოლაპარაკებებით, პირად საკითხებში დეტალურად გათვალეთ ყველაფერი, საღამოს დრო სჯობს ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

მორიელი

თქვენი ენერგიული და საქმიანი განწყობა სხვებისთვის მოტივაციაა, მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად მშვენიერი დღეა. თავი შეიკავეთ კრიტიკული შენიშვნებისგან, რათა არ გაანაწყენოთ თქვენს მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანები.

მშვილდოსანი

აქტიური დღეა, თქვენი ოპტიმიზმი და ენერგია კი თქვენთანაა, შეძლებთ არა მხოლოდ საკუთარი საქმეების წარმატებით მართვას, არამედ თქვენთვის ძვირფასი ადამიანების დახმარებასაც. შესაძლოა გაგახარონ მოულოდნელი სიურპრიზით.

თხის რქა

აქტიური დღეა, განსაკუთრებით საქმიანი კუთხით, იყავით შეუპოვარი და ნუ დაყრით ფარ-ხმალს, იზრუნეთ რეპუტაციის განმტკიცებაზე. სასიკეთოდ ჩაივლის მოლაპრაკებები, თუმცა არ დაგავიწყდეთ დიპლომატიის ძალა.

მერწყული

შესაძლოა სწორედ ახლა დაასრულოთ ის საქმეები, რომელშიც დიდ ენერგიას დებდით და დიდ იმედებს ამყარებდით. დღის მეორე ნახევარი სჯობს მეტად დაისვენოთ, მოერიდეთ კამათსა და დისკუსიებში ჩართვას.

თევზები

ეცადეთ დაასრულოთ ის საქმეები, რომელზე პასუხისმგებლობაც იტვირთეთ. ნუ გადააბარებთ სხვას თქვენს საქმეს. დღის მეორე ნახევარი სჯობს მეტად დაისვენოთ.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system