თავში

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სხვების მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი, ყველა როდია თქვენსავით სრულყოფილი. შესაძლოა დიდი მოთმინების გამოჩენა დაგჭირდეთ ვიღაც უგუნურ, ამბიციურ ადამიანთან კომუნიკაციისას.

კურო

ენდეთ საკუთარ ინტუიციას და მიჰყევით გულის კარნახს, დღეს დარწმუნდებით რომ ყველაფერი გაცილებით უკეთესადაა, ვიდრე წარმოდგენა შეგეძლოთ და თავს ბედნიერად იგრძნობთ.

ტყუპები

მოერიდეთ ხალხმრავლობასა და თავშეყრის ადგილებს, შეეცადეთ ერთმანეთს შეუთავსოთ პირადი ცხოვრება და სამსახური, იმოქმედეთ საკუთარი გეგმით და ნუ აჰყვებით სხვათა მაცდურ იდეებს.

კირჩხიბი

რუტინული დღეა, თავისი ჩვეული ყოფითი საკითხებით, თუმცა შესაძლოა გაიგოთ რაღაც ამბავი, რომელიც სიმშვიდესა და კმაყოფილებას მოგიტანთ.

ლომი

გეჩვენებათ რომ რაც ახლა ხდება უკვე იყო თქვენს ცხოვრებაში და რაღაც მეორდება. შესაძლოა ეს ასეც იყოს, მაგრამ ეცადეთ ამ ყველაფრიდან სწორი გაკვეთილი და აზრი გამოიტანოთ.

ქალწული

ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. შესაძლოა ფუჭად გაფლანგოთ მთელი დანაზოგი. შეიქმენით მყუდრო მშვიდი გარემო და დაფიქრდით მიმდინარე მოვლენებზე.

სასწორი

დღეს მეტი პროფესიული აქტივობა დაგჭირდებათ. თუმცა ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით. რათა თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის პრობლემები.

მორიელი

შესაძლოა ვიღაც შეეცადოს რაღაც მნიშვნელოვანი საკითხით დაგაინტერესოთ, მაგრამ თქვენი განსხვავებული შეხედულებების გამო მხოლოდ გაანაწყენებთ მას. იყავით მეტად მოზომილი და ტაქტიანი.

მშვილდოსანი

დღეს გარკვეული პრობლემები ისე მარტივად გადაწყდება, რომ შესაძლოა თავი სიზმარში გეგონოთ. დატკბით მომენტით და გააანალიზეთ წარსულში დაშვებული შეცდომები.

თხის რქა

შესაძლოა სურვილი გაგიჩნდეთ და მოინდომოთ ყველაფრის შეცვლა, მაგრამ ამ სურვილს შიშიც ახლავს, რომ ეს ყველაფერი სიკეთეს არ მოგიტანთ. არსებულ სიტუაციაში ეძიეთ ოქროს შუალედი.

მერწყული

შესაძლოა დღეს თქვენს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი მოხდეს და ეს ფაქტი იმდენად გარდამტეხი იქნება თქვენს ცხოვებაში, რომ რადიკალურად შეცვლის მომავალს.

თევზები

მაქსიმალურად ეცადეთ აღადგინოთ სასიკეთო და სარგებლიანი ძველი კონტაქტები. ნუ დაზოგავთ ამისთვის დროსა და ენერგიას. ეს ყოველივე მომავალში წარმატებას მოგიტანთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system