თავში

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 18:29 დან - 22:33 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

შესაძლოა გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები, გაქვთ შანსი აღადგინოთ ძველი ურთიერთობები და თავიდან დაიწყოთ ყველაფერი. მთავარია გახსოვდეთ, რომ ახლა ყველაფრის გამომზეურება საჭირო არ არის.

კურო

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინეთ სხვათა ინტერესები და სურვილები, ამით თქვენი ავტორიტეტიც აიწევს და ერთგულ ადამიანებსაც მოიზიდავთ.

ტყუპები

შესაძლოა დღეს რაღაც ძველსა და ახალს შორის არჩევანის წინაშე მოგიწიოთ დადგომა, კარგად დაფიქრდით, რა უფრო მნიშვნელოვანია ახლა თქვენთვის და გონივრული გადაწყვეტილება მიიღეთ.

კირჩხიბი

იმისათვის რომ კოლეგებთან და ახლობლებთან ჰარმონიული კავშირი გქონდეთ, სასურველია თქვენი გეგმები მათ სურვილებს შეუხამოთ, იპოვნეთ „ოქროს შუალედი“ ეს წარმატებას მოგიტანთ.

ლომი

შესაძლოა ახალ ნაცნობობას სერიოზული განვითარება მოჰყვეს. შესაძლოა თქვენგან მოვლენების დაჩქარება მოითხოვონ და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაც მოგიწიოთ.

ქალწული

დაივიწყეთ პრინციპები, იყავით ადეკვატური და თავი დაანებეთ თამაშს, იყავით ის, ვინც ხართ და მიიღეთ სხვა ადამიანებიც და ოჯახის წევრებიც ისეთებად როგორებიც არიან.

სასწორი

გამოიჩინეთ გონიერება პირად ურთიერთობებში და დააფასეთ ის ზრუნვა და ყურადღება, რასაც თქვენს მიმართ იჩენენ. ზედმეტმა პრეტენზიებმა შესაძლოა სავალალო შედეგები მოგიტანოთ და მარტო დარჩეთ.

მორიელი

დრო სერიოზულად დაფიქრდეთ თქვენს ცხოვრებაზე და მასში ცვლილებები შეიტანოთ. ნუ ცდილობთ დამალოთ თქვენი გრძნობები და სურვილები. სწორედ თქვენზეა ბევრი რამ დამოკიდებული.

მშვილდოსანი

შესაძლოა თავი დააღწიოთ გაუგებრობებს. ძალას შეგმატებთ ახალი ფინანსური შემოსავალი. თქვენს პროფესიონალიზმსა და იდეებსაც შექება და ავტორიტეტის ზრდა მოჰყვება.

თხის რქა

თქვენი კონკურენტები ფხიზლობენ და თვალს გადევნებენ. შესაძლოა ინტერესით თქვენს პირად ცხოვრებასაც აკვირდებოდნენ. შეეცადეთ არ გათქვათ გეგმები და მიზნები.

მერწყული

სიჯიუტე, არაკორექტული ფრაზები და უხეშობა ნეგატიურად აისახება თქვენს საქმიან იმიჯზე და ხელს შეუშლის პროფესიონალიზმისა და უნარების გამოვლენას.

თევზები

პრობლემების მოგვარებაში დაიხმარეთ ახლობელი ადამიანები. ნუ აჰყვებით ეჭვებს, რადგან მატულობს გაუგებრობების ტალღა. იზრუნეთ და იყავით გულისხმიერი ოჯახის წევრების მიმართ.

მასალა მოამზადა ასტროლოგმა, ქეთი ოდიშელმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system