თავში

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 16:30 დან დღის ბოლომდე, შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება

ვერძი 

მშვენიერი დღეა კარიერული საქმიანობისთვის. იაქტიურეთ, გამოხატეთ თქვენი ინდივიდუალიზმი.

კურო

მეტად მოუსმინეთ თქვენს ახლობლებსა და კოლეგებს. არ აჰყვეთ ეგოიზმს, შესაბამისად დღეც უფრო მშვიდად ჩაივლის.

ტყუპები

წარმატებული დღეა ფინანსური ოპერაციებისა და პროექტების წარმოებისთვის. ყურადღება მიაქციეთ ხასიათში იმპულსურობას. საღამოს შესაძლოა სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში ვახშამზე მიგიწვიონ.

კირჩხიბი

ეცადეთ დღე ჩვეულ რიტმში გაატაროთ, ნუ შეეჭიდებით ახალ საქმეს. დღის მეორე ნახევარში მეტად განიტვირთეთ და დრო მეგობრებს დაუთმეთ.

ლომი 

შემოქმედებითი საქმიანობისთვის მშვენიერი დღეა. მეტი დრო დაუთმეთ თქვენ ახლობელ ადამიანებს.

ქალწული

იყავით მეტად მოტივირებული, ეს წარმატებული დღის საწინდარია. უკეთესი დროა კარიერული საქმიანობისთვის.

სასწორი

დღეს უმჯობესია იყოთ მეტად ობიექტური და რაციონალური. ეს მეტად წაადგება თქვენს საქმიანობას. დღის მეორე ნახევარში განიტვირთეთ და თქვენს იმიჯს დაუთმეთ დრო.

მორიელი

დღეს მოულოდნელმა პოზიტიურმა ცვლილებებმა შესაძლოა თქვენი განწყობა სასიკეთოდ შეცვალოს. გამოხატეთ მეტი სიყვარული და მადლიერება გარშემომყოფებისა და სამყაროს მიმართ.

მშვილდოსანი

ეცადეთ ბოლომდე მიიყვანოთ ყველა წამოწყებული საქმე და შეასრულოთ ახლობლებისთვის და კოლეგებისთვის მიცემული დაპირებები. საქმიანი კუთხით საკმაოდ ნაყოფიერი დღეა.

თხის რქა

განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ თქვენს სამსახურსა და კარიერას, დღეს სწორედ ამ კუთხით ვითარდება პოზიტიური ცვლილებები.

მერწყული

ნუ აჰყვებით მითქმა-მოთქმასა და ენებს, კონცენტრირებული იყავით თქვენს საქმეზე. საღამოს მეტი დრო დაუთმეთ თქვენს ოჯახის წევრებს.

თევზები

თქვენთვის პოზიტიური დღეა. ნუ მოექცევით იზოლაციაში, იაქტიურეთ, მშვენიერი დღეა მოლაპარაკებებისა და შეხვედრებისთვის.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები