თავში

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

რთული დღეა. ემოციური არასტაბილურობა შესაძლოა კონფლიქტებისა და დაპირისპირების მიზეზი გახდეს ახლობლებსა და კოლეგებთან ურთიერთობისას. ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს.

კურო

შეგიძლიათ დაგეგმოთ სამომავლო სტრატეგია თქვენს მეუღლესა ან თანამოაზრეებთან ერთად, ისეთ საქმეებში რომელიც ფინანსურ საკითხებს უკაშირდება.

ტყუპები

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება თქვენი ჯანმრთელობისა, ემოციური მდგომარეობისა და ოჯახური ურთიერთობების საკითხებზე. ყურადღებით იყავით საყიდლებზე და უფრთხილდით არაკეთილმოსურნეებს.

კირჩხიბი

იზრდება თქვენი კომუნიკაბელურობა და სანდოობა. მატულობს თქვენი აქტიურობა, ირგვლივ ფართოვდება შემოქმედებითი სივრცეები და გეძლევათ საშუალება მოაგვაროთ საკმაოდ რთული საქმეები.

ლომი

თავი შეიკავეთ სწრაფი გადაწყვეტილებებისა და პროვოკაციებისგან, არის ალბათობა საეჭვო საქმეებში ჩაგითრიონ, ამიტომ ეცადეთ თანამოაზრეებთან ერთად გადაწყვიტოთ მნიშვნელოვანი საკითხები.

ქალწული

დიდია ინტრიგების ალბათობა, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში, საქმიან სფეროში კი ეცადეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ. თუ საქმეს გულმოდგინეთ მიუდგებით წარმატების მიღწევის შანსები დიდია.

სასწორი

ჩაუღრმავდით დაგროვილ პრობლემებს, მოიფიქრეთ კონკრეტული ქმედებები და ტაქტიკა მომავალი საქმიანობისთვის.

მორიელი

ეცადეთ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ ფასიან ქაღალდებთან და ფინანსურ დოკუმენტებთან დაკავშირებით, შესაძლებელია საკმაოდ მომგებიანი ხელშეკრულება გააფორმოთ.

მშვილდოსანი

ნუ აჰყვებით ნეგატიურ ემოციებსა და უიმედობას, თავი ხელში აიყვანეთ და მოიძიეთ თანამოაზრეები, ვინაიდან საკმაოდ საინტერესო წინადადებაც შეიძლება შემოგთავაზონ, ასე რომ განეწყვეთ საბრძოლველად.

თხის რქა

დიდებული საქმიანი განწყობა ახალი სიმაღლეებისკენ გიბიძგებთ, გამოიყენეთ გავლენიანი და ძლიერი ნაცნობების მხარდაჭერა, თანამოაზრეებად კი ჯობია მონდომებული და უკონფლიქტო ადამიანები შეარჩიოთ.

მერწყული

შესაძლოა თქვენი ცხოვრებისეული პრინციპებისა და შეხედულებების დათმობა მოგიწიოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოვლენები თქვენთვის სასიკეთოდ არ წარიმართება. აკონტროლეთ სიტყვები, ნუ იქნებით უხეში.

თევზები

დღეს ბევრი რამ იქნება თქვენს გონიერებაზე დამოკიდებული, ენდეთ სამყაროს, შესაძლოა საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარება მიიღოთ გავლენიანი და საქმიანი პარტნიორებისგან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system