თავში

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 04:49 დან -დღის ბოლომდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

სასურველია იყოთ მეტად დიპლომატიური გარშემომყოფი ადამიანების მიმართ და თხოვნის გარეშე არ ჩაერიოთ მათ საქმიან სფეროში. ნუ შეეცდებით მოვლენების დაჩქარებას, ფხიზლად ადევნეთ თვალი ვითარებას.

კურო

ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებას და ყველა საკითხი იქამდე გაიაზრეთ სანამ მოქმედებას დაიწყებთ. დიდი მოთმინება, თავდაჭერა და გონიერება გმართებთ გარშემომყოფებთან ურთიერთობისას.

ტყუპები

მშვიდად მიუყევით დროის დინებას, არ არის აუცილებელი მკაცრად გაწერილი გეგმით იმოქმედეთ, გადადგით მტკიცე ნაბიჯები და ვერც კი შეამჩნევთ რამდენად მარტივად მიაღწევთ სასურველს.

კირჩხიბი

შესაძლოა სხვების გამო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებამ მოგიწიოთ. დიდი ალბათობით ყოველივეს ბრწყინვალედ გაართმევთ თავს და დამატებით მოგებასაც მიიღებთ ავტორიტეტის ზრდასან ერთად.

ლომი

საქმიანი ურთიერთობები სასიკეთოდ განვითარდება, მაგრამ რაც უფრო კონკრეტულად გამოიყენებთ სამუშაო დროს, რაც უფრო მალე მოიშორებთ უსარგებლო კავშირებსა თუ კონტაქტებს, მით უფრო სწრაფად მიიღებთ თქვენი შრომის შედეგებს.

ქალწული

შეეცადეთ კარგად გამოავლინოთ საკუთარი პერსონა მიუხედავად უამრავი საპასუხისმგებლო საქმისა. ნურავისთან იკამათებთ, ნუ ჩაერევით კონფლიქტებში და იმოქმედეთ ჯგუფთან ერთად.

სასწორი

სასურველია თავი აარიდოთ სხვათა კრიტიკას და ურთიერთობების გარკვევას. კიდევ ერთხელ გაიაზრეთ თქვენი მიზნები და სამოქმედო გეგმა. შეეცადეთ თქვენი სურვილები რეალურად შექმნილი სიტუაციების შესაბამისი იყოს.

მორიელი

გადაავლეთ თვალი განვლილ ცხოვრებას და გააკეთეთ ადეკვატური დასკვნები, ხოლო შემდეგ გადაშალეთ თქვენი ცხოვრების ახალი ფურცელი, ელოდეთ მრავალ სასიამოვნო სიურპრიზს, ცხოვრებისა და ახლობელი ადამიანებისგან.

მშვილდოსანი

იმოქმედეთ მეტად რაციონალურად და ნუ აჰყვებით ემოციებს, არც წვრილმანებზე გამოკიდება არგებს სიტუაციებს, გაითვალისწინეთ სხვისი აზრი და იყავით დამთმობი, ამგვარად სასურველ შედეგს მიიღებთ.

თხის რქა

მხოლოდ ლოგიკაზე დაყრდნობით მიაღწევთ წარმატებას, მნიშვნელოვანია ყურადღების კონცენტრაცია რეალობის გათვალისწინებით, რათა თავიდან აიცილოთ არასასურველი შედეგები.

მერწყული

გეგმების შედგენის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ ის გზები და ხერხები, რომლებიც მიზანთან მიგიყვანთ. ნუ იტყვით უარს თქვენს იდეებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ის ვიღცას არ მოსწონს, გაუფრთხილდით ავტორიტეტს.

თევზები

დღე დახუნძული იქნება საქმეებითა და კომუნიკაციებით, ინტენსიური და დაძაბული სამუშაო რიტმი მართალია ძალიან დამღლელია, მაგრამ სასიკეთოდ აისახება თქვენს წინსვლაზე.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system