თავში

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოულოდნელობების დღეა, თუმცა თქვენც განწყობილი ხართ ცვლილებებისთვის, ეცადეთ ჩვეული საქმეებს არასტანდარტულად მიუდგეთ. გამოიჩნეთ მეტი ოპტიმიზმი და გაბედულება.

კურო

დღე ჩვეულ რიტმში ვითარდება. მეტი წინდახედულება გმართებთ, გადააკონტროლეთ გაკეთებული საქმე, ხელის მოწერამდე კარგად გაეცანით ახალ საბუთებს.

ტყუპები

მშვიდი დღეა, თქვენც მეტად გაქვთ სიმშვიდის მოთხოვნილება, გაატარეთ დღე თქვენს თავთან კომუნიკაციაში, კარგია სულიერი პრაქტიკების შესრულება, მედიტაცია.

კირჩხიბი

თავი შეიკავეთ ზედმეტი კომუნიკაციებისგან, უმჯობესია განმარტოვდეთ, გაისეირნოთ ბუნებაში. ნუ მოტყუვდებით ლამაზი შემოთავაზებებით, გახსოვდეთ „ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის“.

ლომი

იყავით მეტად დაკვირვებული, დაიცავით თქვენი პრინციპები და  წარმატება თქვენია. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის ერთფეროვან განწყობასთან ერთად მშობლიური მზის ენერგიების დეფიციტს გრძნობთ, ენერგოტონუსი ნელნელა მოიმატებს და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

ქალწული

გადახედეთ თქვენს პირად სფეროს, გააანალიზეთ ძველი კავშირები, შეიტანეთ მათში კორექცია თუ ეს საჭიროა. ახალი ურთიერთობების დასაწყებად შესაძლოა ჯერ გამბედაობა არ გეყოთ, თუმცა მალე ამის დროც მოვა. იზრუნეთ განწყობის ამაღლებაზე.

სასწორი

დღეს ყურადღების ცენტრში ხართ, ამიტომ ნუ დაკარგავთ შესაძლებლობებს წარმოაჩნოთ საკუთარი თავი როგორც საქმიან ასევე პირად-სასიყვარულო სფეროში.

მორიელი

აიმაღლეთ განწყობა ბალახეული ჩაით, არომატებით. შესაძლოა აქტუალური იყოს ფინანსური და ყოფითი საკითხები. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანასა და შეფასებებში.

მშვილდოსანი

დაიცავით ზომიერება და მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ნებისმიერ საქმეში, იქნება ეს სამსახური თუ ურთიერთობების საკითხი. კიდევ ცოტაც და მალე თქვენი დრო დგება.

თხის რქა

დღეს მოქმედებაზე მეტად ორიენტირებული იყავით სამომავლო საკითების დაგეგმვასა და ანალიზზე. კონცენტრირდით თქვენს თავზე, საკუთარ იმიჯზე, ჯანმრთელობაზე და შესაძლებლობებზე.

მერწყული

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. თავი შეიკავეთ ახალი პროექტების წამოწყებისა და ფინანსური ოპერაციებისგან, ასევე ნებისმიერი მოლაპარაკებებისგან, რომელიც საეჭვო რეპუტაციის ადამიანებს ეხებათ.

თევზები

იზრუნეთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე გუნება-განწყობის ამაღლებაზე. ნუ ჩაერთვებით უსიამოვნო საუბრებში, დღეს ნაკლებად გამოიჩინეთ ინიციატივა, ეს ეხება ნებისმიერ სფეროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system