თავში

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 00:01 დან - დღის ბოლომდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

სიმტკიცის გამოცდის დღეა, საჭირო იქნება იურიდიული საკითხების და თანამშრომლობასთან დაკავშირებული უნარების გამოყენება, ნებისმიერ შემთხვევაში კარგ გაკვეთილს მიიღებთ ცხოვრებისაგან.

კურო

კარიერულ საკითხებთან და სამსახურეობრივ გეგმებთან დაკავშირებით პოზიტიურ ცვლილებებს ელოდეთ. მნიშვნელოვანი საბუთები წარმატებით შეგიძლიათ გააფორმოთ და თუ საჭირო იქნა კორექტივებსაც შეიტანთ.

ტყუპები

კარგი იქნება თუ მეტ ყურადღებას დაუთმობთ პირად ურთიერთობებს, არის ალბათობა ოფიციალურად დააკანონოთ ან პარტნიორთან ერთად გადახვიდეთ საცხოვრებლად. პოზიტიურ ცვილებებს ელოდეთ.

კირჩხიბი

შეხვედრებისათვის კარგი დღეა, შესაძლოა წარმატებით და ხარისიანად შესრულებული საქმისათვის პრემია ან კარიერული წინსვლა დაიმსახუროთ.

ლომი

მოულოდნელ ფინანსურ შემოსავლებს ელოდეთ, თქვენი კომპანიის ბიუჯეტსაც საკმაოდ გაამდიდრებთ. ეს პერიოდი სასიკეთოა სწავლისთვის და პროფესიული დონის ასამაღლებლად.

ქალწული

თქვენი მზარდი ენერგეტიკის წინაშე ყოველი დაბრკოლება და შეზღუდვა იოლად დაძლევადია, მითუმეტეს ირგვლივმყოფნი მეტ გაგებასა და თანადგომას იჩენენ თქვენს მიმართ.

სასწორი

პირად-სასიყვარულო ურთიერთობებში დადებით ემოციებს ელოდეთ, კარგი იქნება თუ შეუთანხმდებით თქვენს პარტნიორს და ერთად დაგეგმეთ დასვენებასა და მოგზაურობას.

მორიელი

თუ მოინდომებთ შეუძლებელს შეძლებთ, თქვენი გონებამახვილობა და დამაჯერებელი ლოგიკა, თქვენი მაგნეტიზმი ნებისმიერ სიტუაციაში გამარჯვებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი

მეგობრებთან საინტერესო შეხვედრა და მნიშვნელოვანი საქმის წამოწყება გელით, გეგმები და მათი განხორციელების გზები, ფინანსური თემები- ეს ის საკითხებია, რომლებიც სწრაფად და ერთობლივი შეთანხმებით განხორციელდება.

თხის რქა

მოერიდეთ პირად - სასიყვარულო თემების სოციალურ ქსელში გამომზეურებას და სანამ რაიმე საკითხს გადაჭრით ჯერ“ 7- ჯერ გაზომეთ“, ნუ იქნებით აგრესიული და მშვიდად გადაწყვიტეთ პრობლემები.

მერწყული

შესაძლოა ხელმძღვანელ პირებთან დაგჭირდეთ ურთიერთობების გარკვევა, გამოიჩინეთ ტაქტი და დიპლომატია ნებისმიერი საკითხის განხილვისას და თუ საჭირო იქნება დათმეთ თქვენი შეხედულება და პოზიციები, მოისმინეთ ზემდგომთა აზრები და შეფასებები.

თევზები

დღეს შეგიძლით ნებისმიერ საკითხში მეგობრებისა და თანამოაზრეების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. დიდ ენერგიას შეგმატებთ შემოქმედებითი საქმიანობა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system