თავში

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ახლა განმარტივების დრო არ არის, შეხვდით მეგობრებს, გაერთეთ, მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიული ვახშამი. სამსახური და საქმეები მოიცდის.

კურო

გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, გარემოებებს, მიმდინარე მოვლენებს, ადამიანებს, დააკვირდით და გაფილტრეთ უკვე დრომოჭმული კავშირები და სიტუაციები. იყავით დამოუკიდებელი, თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების მესაჭე.

ტყუპები

თუ უკვე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლა ის დროა, მოიკრიბოთ თანამოაზრეები და მათთან ერთად დასახოთ რეალური, ხანგრძლივვადიანი გეგმები. გამოიყენეთ ნაყოფიერი პერიოდი, წინ წარმატებისკენ!

კირჩხიბი

მოულოდნელობების დღეა, რაც შესაძლოა თქვენს განწყობაზე არასასურველად აისახოს, ნუ იჩქარებთ მოვლენების შეფასებისას, მეტი მოთმინება გამოიჩინეთ.

ლომი

მიჰყევით თქვენს გეგმებს, ნუ წამოიწყებთ ნურაფერს ახალს, დაეყრდენით მხოლოდ დროში გამოცდილ, სანდო მეგობრებს და შეინარჩუნეთ უკეთესი მომავლის რწმენა.

ქალწული

მეტი დრო დაუთმეთ იმიჯსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას, აიმაღლეთ ენერგო-ტონუსი, სეირნობა სუფთა ჰაერზე და სასიამოვნო ადამიანების წრეში განმუხტვა უფრო მოტივირებულს გაგხდით.

სასწორი

ეცადეთ ეს დღე მნიშვნელოვანი საკითხების მოგავრებას მიუძღვნათ, გააანალიზეთ თქვენი სურვილები და მიზნები, დაფიქრდით, სხვისი გავლენით ხომ არ მოქმედებთ?

მორიელი

დღეს ჯობია შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმიანობით და მეტი ყურადღება ოჯახის წევრებსა და თქვენთვის ძვირფას ადამიანებს დაუთმოთ. გახსოვდეთ რომ ცხოვრება მშვენიერია, სწორედ თქვენ შეგიძლიათ ყოველი დღე უფრო მეტად გააფერადოთ.

მშვილდოსანი

დღეს კარგი იქნება თუ მეტ დიპლომატიასა და გულისხმიერებას გამოიჩენთ გარშემმყოფთა მიმართ, მოუსმინეთ ოჯახის უფროს წევრებს და მათ ვისაც გამოცდილების გაზიარება სურს, ამით მხოლოდ მოგებული დარჩებით.

თხის რქა

ეცადეთ დროებით მოსწყდეთ საქმეებზე და რუტინაზე ფიქრს და მიეცით თავს განტვირთვის, სიამოვნების მიღების საშუალება. გააცნობიერეთ, რომ ბევრი რამ ამ სამყაროში ჯადოსნური გზით ლაგდება.

მერწყული

იყავით მტკიცე თქვენს გადაწყვეტილებებში და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ნებისმიერ სკითხს. დაასრულეთ ძველი საქმეები და მოემზადეთ სიახლეებისთვის.

თევზები

დილიდანვე ეცადეთ აიმაღლოთ გუნება-განწყობა, გახსოვდეთ რომ წარსულს ვერ შეცვლით, აი მომავალი კი აწმყოზე, თქვენს ქმედებებზეა დამოკიდებული. საღამოს საინტერესო ნაცნობობა გელით.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system