თავში

23 თებერვალის ასტროლოგიური პროგნოზი

23 თებერვალის ასტროლოგიური პროგნოზი
23 თებერვალის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

კარგი დღეა საყიდლებისა და კონტაქტებისთვის. იყავით გაბედული და თამამი. დატკბით მეგობრების გარემოცვით.

კურო

ეცადეთ მრავალფეროვნება შეიტანოთ ყოველდღიურ ყოფით ქმედებაში. გაილამაზეთ ცხოვრება. ამგვარად თავს აარიდებთ უგუნებობასა და გაღიზიანებას.

ტყუპები

თავი შეიკავეთ მძაფრი გამონათქვამებისა და დამცინავი კრიტიკისგან. რათა თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი კონფლიქტი და თავად არ აღმოჩნდეთ დეპრესიულ მდგომარეობაში.

კირჩხიბი

მოუფრთხილდით ფინანსებს, შეამცირეთ ხარჯები გართობისა და უსარგებლო ნივთების შეძენისგან. ნუ იქნებით დამოკიდებული მეგობრების დახმარებაზე.

ლომი

მოერიდეთ საეჭვო ადამიანებსა და საეჭვო დაწესებულებებს რათა თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი უსიამოვნებები და გაუგებრობები.

ქალწული

უარს ნუ იტყვით ახალი ნაცნობობის მიერ შემოთავაზებულ დახმარებაზე და იყავით კეთილგანწყობილი.

სასწორი

დღეს, სულსწრაფობითა და აჩქარებით შესაძლოა კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოთ. იყავით მომთმენი და ლმობიერი.

მორიელი

გამხიარულდით, ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ საინტერესო ადამიანების გარემოცვაში. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს. შესაძლოა წვრილმანი დეტალების ანალიზისას გაგიჩნდეთ იდეა, რომელიც დაგემხარებათ პრობლემების გადაჭრაში.

მშვილდოსანი

დღეს, შესაძლოა შეცვალოთ თქვენი ჩვეული რუტინა და ცხოვრების სტილი. ასევე არის ალბათობა შეცვალოთ საცხოვრებელი ადგილი ან ქალაქიც კი.

თხის რქა

დიდია ოჯახში კამათის ალბათობა. შეეცადეთ არ გააჭიანუროთ და რაც შეიძლება სწრაფად იპოვნეთ გზა კონფლიქტის აცილებისა და შერიგებისთვის.

მერწყული

შეეცადეთ მეტად გაუგოთ საყვარელ ადამიანს და გაითვალისწინეთ მისი სურვილები, სიჯიუტე და პრინციპულობა ახლა გამართლებულია.

თევზები

არის გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და დანაკარგების ალბათობა. ასევე, დაუგეგმავი სტუმრიანობის გამო შესაძლოა დრო აღარ დაგრჩეთ საკუთარი გეგმების რეალიზებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system