თავში

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 06:10 დან 17:20 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

შესაძლოა გქონდეთ დამატებითი ფინანსური შემოსავალი ან მოულოდნელად გამოჩნდეს შემოსავლის ახალი წყარო.

კურო

იყავით წინდახედული, განსაკუთრებით ფინანსებთან დაკავშირებულ საკითებთან. სანამ ვალს ან კრედიტს აიღებთ კარგად განსაზღვრეთ გადახდის ვადები.

ტყუპები

დღეს შესაძლოა საყვარელმა ადამიანმა სასიამოვნო სიურპრიზით გაგახაროთ. სიყვარული და გარშემომყოფთა თბილი განწყობა მოგცემთ ძალას მარტივად გაუმკლავდეთ დღის რუტინულ თუ სხვა პრობლემებს.

კირჩხიბი

გაანებივრეთ საკუთარი თავი, განაახლეთ გარდერობი. სასურველია ეს დღე ფინანსური საკითხების წარმოებისთვის.

ლომი

ნუ შეეჭიდებით ყველა საქმეს ერთდროულად, გადაანაწილეთ დრო და ისე იმოქმედეთ. იყავით გაწონასწორებული და მშვიდი. იყავით ზომიერი ნებისმიერი საკითხიოს გადაჭრისას.

ქალწული

საკმაოდ კარგი დღეა თქვენი ჩანაფიქრების რეალიზებისთვის, შეაფასეთ გეგმები ობიექტურად, თუ ისინი ფანტაზიის სფეროდან არაა, დიდი ალბათობით მალე წარმატებას მოგიტანთ, ამით კი ახლობლებსაც გაახარებთ.

სასწორი

უამრავი საქმიანი შემოთავაზებაა, რაც შესაძლოა დაგეხმაროთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, სწორად გათვალეთ თქვენი სურვილები და შესაძლებლობები, რათა თქვენი ცხოვრება ჰარმონიული გახადოთ.

მორიელი

პრობლემური საკითხები თავისით გვარდება, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ეს დღე შესაძლოა გამორჩეული იყოს შთამბეჭდავი ახალი ნაცნობობით.

მშვილდოსანი

რადიკალური ცვლილებების გამო დღეს შესაძლოა არჩევანის წინაშე დადგეთ. კარგად დაფიქრდით სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, შესაძლოა ძველ სიტუაციაში დაბრუნება მოგიწიოთ.

თხის რქა

დღეს შესაძლოა ემოციურად გათავისუფლდეთ ყველა შებოჭილობისგან, ბარიერისგან, ვალდებულებებისგან და თავი ყველაზე თავისუფალ ადამიანად იგრძნოთ. არის ალბათობა შეხვდეთ ძველ სიყვარულს და გაგიახლდეთ მის მიმართ გრძნობები.

მერწყული

ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზს, შესაძლოა ჯილდოს ან შექების სახით. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ურთიერთობების სფერო.

თევზები

ეცადეთ ცხოვრებას უფრო რეალურ ჭრილში შეხედოთ, იზრუნეთ თვითშეფასების ამაღლებაზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system