თავში

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 00:01 დან - 03:16 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

შესაძლოა სწორედ დღეს მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ოჯახი თქვენი მთავარი საყრდენი და ძირითადი ძალაა, ნურც თქვენ დაიშურებთ ყურადღებასა და მზრუნველობას.

კურო

კარგი იქნება თუ თქვენს სურვილებსა და პრობლემებს ახლობელ ადამიანებს გაუზიარებთ. შეეცადეთ ირგვლივ მშვიდი მყუდრო და კომფორტული გარემო შეიქმნათ და მეტად იურთიერთოთ პოზიტიურ ადამიანებთან.

ტყუპები

ყველა მიზანი და გეგმა მიღწევადია იმ პირობით თუ არ დაარღვევთ მიღებულ ნორმებს. იმოქმედეთ კანონით მიღებულ საზღვრებსა და ზომიერების ფარგლებში.

კირჩხიბი

ყურადღებით მიადევნეთ თვალი მიმდინარე მოვლენებს. შესაძლოა გაიუმჯობესოთ მდგომარეობა, როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში. მოაწესრიგეთ და სისტემაში მოიყვანეთ ინფორმაციები და საქმიანი ქაღალდები.

ლომი

პირად ურთიერთობებში ნუ იქნებით ძალიან პრეტენზიული და ზედმეტად მომთხოვნი, შეეცადეთ იპოვნოთ მეტი საერთო თემა, გასართობი ან მოინახულოთ საინტერესო ადამიანები.

ქალწული

სასურველია გადახედოთ უახლესი დღეების გეგმებს, არის შენაძენის ალბათობაც. ელოდეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავ - მეგობართა მოულოდნელ სტუმრიანობას.

სასწორი

სასურველია დროულად მოაგვაროთ საქმეში დაშვებული ხარვეზები და კორექტივებიც შეიტანოთ სამომავლო გეგმებში. ყურადღება გამოიჩინეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან.

მორიელი

გაგახარებთ თქვენი პროექტის ღირსეული შეფასება და გულთბილი კომპლიმენტები კოლეგებისა და ახლობლებისაგან. შეგიძლიათ იამაყოთ საკუთარი თავითა და მიღებული შედეგებით.

მშვილდოსანი

სამსახურეობრივი რომანისა და თავგადასავლების ქარცეცხლში აღმოჩნდებით. გამოიჩინეთ წინდახედულება და შეეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ. რათა ვნებებმა თავი არ დაგაკარგინოთ.

თხის რქა

შესაძლოა თქვენს გარემოში სიახლეები აღმოაჩინოთ და ყველაფერი უფრო სხვა, საინტერესო კუთხით დაინახოთ. არის ახალი ფინანსური პერსპექტივების ალბათობაც.

მერწყული

შეეცადეთ ახლებურად დაალაგოთ პრიორიტეტები, ეს დაგეხმარებათ სწორად და გონივრულად გადაჭრათ პრობლემები, მთავარია ყველაფერი ხმაურისა და კონფლიქტების გარეშე მოაგვაროთ.

თევზები

შესაძლოა რაიმე დაუსრულებელმა საქმემ თქვენგან ახლებური მიდგომა და ხედვა მოითხოვოს, რათა დადოთ ხარისხიანი შედეგი. მოიძიეთ მხარდამჭერები და გაბედულად შეუდექით საქმიანობას, საბოლოოდ ყველაფრით კმაყოფილი დარჩებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system