თავში

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 01:54 დან - დღის ბოლომდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

ახალი ენერგიებით ივსებით, საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ და ეს ნებისმიერ თქვენს ქმედებას ეტყობა. შესაძლოა ამ დღის მოვლენები თქვენი გეგმისამებრ არ განვითარდეს, მაგრამ მეგობრების მხარდაჭერა ძალიან დაგეხმარებათ.

კურო

რთული დღეა, შესაძლოა გარკვეულმა პრობლემებმა იჩინოს თავი რაც ძალიან გამოგფიტავთ. ნუ აჰყვებით შფოთსა და ნეგატივს, ჩაიტარეთ სარელაქსაციო პროცედურები. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს.

ტყუპები

ენერგოტონუსი ზევით იწევს, სიცოცხლის ხალისი გემატებათ. იყავით ლმობიერი გარშემომყოფთა მიმართ და მეტი მოთმინება გამოიჩინეთ. მეტი დრო დაჰყავით ოჯახის წევრებთან ერთად.

კირჩხიბი

სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის. შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა კარგ შედეგებზე გაგიყვანთ. წარმოქმნილ კონფლიქტებს მარტივად გადაჭრით გულახდილი, გახსნილი საუბრებით.

ლომი

აქტიური დღეა, თუმცა შესაძლოა გარკვეული არჩევანის წინაშეც აღმოჩნდეთ, იმოქმედეთ გონივრულად და იყავით მოქნილი კომუნიკაციებსა და ქმედებებში.

ქალწული

კარგი დღეა პარტნიორული საკითხებისთვის, როგორც საქმიანი ასევე პირად-სასიყვარულო სფეროში. იმოქმედეთ გონივრულად, ნუ გადაამეტებთ თქვენს შესაძლებლობებს და წარმატება თქვენს მხარეს იქნება.

სასწორი

მატულობს თქვენი შარმი და სექსუალურობა. თავი შეიკავეთ გარჩევებისაგან, ეცადეთ იყოთ მიმტევებელი. დაკავდით ფიზიკური ვარჯიშით და მიმართეთ პროფილაქტიკურ პროცედურებს.

მორიელი

შესაძლოა გარკვეულმა გაუგებრობებმა იჩინოს თავი, რომელიც თუ დაფიქრდებით მიხვდებით, რომ თქვენი შინაგანი მდგომარეობის გამოძახილი უფროა. დაალაგეთ ოჯახური სიტუაციები, შესაძლოა ჩიხში ხართ, მაგრამ გამოსავალს მალე იპოვნით.

მშვილდოსანი

დღეს სჯობს თავი გაართვათ ძველ საქმეებსა და დაპირებებს. იყავით გულისხმიერი გარშემომყოფთა მიმართ. ნუ შეეჭიდებით ახალ საქმეებს და თავი შეიკავეთ ნებისმიერი სახის სიახლისგან.

თხის რქა

შემოქმედებითი საქმიანობისთვის და ხელოვანი ადამიანებისთვის სასიკეთო დღეა. შესაძლოა ზოგიერთმა თქვენგანმა ცხოვრების მეგზური სწორედ ამ დღეს გაიცნოს.

მერწყული

ქაოტური დღეა, შესაძლოა რამდენიმე საქმის მოგვარებაც მოგიწიოთ. იყავით ყურადღებით ფინანსებთან დაკავშირებით. მიჰყევით თქვენს გეგმებს, ნუ შეუშინდებით მცირე ბარიერებს.

თევზები

გათავისუფლდით ყველაფერი ზედმეტისგან, იქნება ეს ძველი, არასაჭირო ნივთები, სამოსი თუ ურთიერთობები, გახსოვდეთ, რომ სიახლეებს სჭირდება თავისუფალი ადგილი. ახლა შესაფერისი დროა გარკვეული გარდაქმნებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system