თავში

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 18:12 დან 22:47 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, აკონტროლეთ სიჩქარე. ნუ იქნებით სულსწრაფი, მიჰყევით თქვენს გეგმებს.

კურო

შესაძლოა დამატებითი სამუშაო შემოგთავაზონ, ან სარფიანი გარიგება დადოთ, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს ფინანსურ შემოსავლებს.

ტყუპები

გაგახარებთ პროფესიული წარმატება და აღიარება. სტაბილური ფინანსური მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ თავი ნანატრი ძვირფასეულობითაც გაინებივროთ.

კირჩხიბი

თქვენი კარიერული წინსვლა უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდება. პირად ცხოვრებაში სიახლეები გელით.

ლომი

ელოდეთ მოულოდნელობებს, ფინანსური საკითხები თქვენი იდეების დახმარებით სასიკეთოდ გადაიჭრება. იმ პროექტების განხორციელება რომელიც გადადებული გქონდათ წარმატებისა და წინსვლის გარანტიაა.

ქალწული

ყურადღებით იყავით გზებზე, მითუმეტეს თუ ახალი ავტომობილი გყავთ, მაქსიმალურად დაიცავით საგზაო მოძრაობის წესები, რათა დაცული იყოთ სვადასხვა გაუგებრობებისა და უსიამოვნებებისგან.

სასწორი

დღეს გამოიჩინეთ მეტი ზომიერება შინ თუ გარეთ. ახლა არ ღირს ზედმეტად თავის წარმოჩენა, ინიციატივა ან კეკლუცობა.

მორიელი

ისწავლეთ რეალურად შეხედოთ მოვლენებს. ნუ ეძებთ პრობლემებს იქ, სადაც ისინი არ არის. იყავით ზრდილობიანი და პუნქტუალური.

მშვილდოსანი

ნელნელა თქვენი საქმეები ლაგდება, თქვენც კმაყოფილი ხართ მიმდინარე მოვლენებით. ნუ იჩქარებთ ახალგაცნობილ ადამიანებთან დაახლოებას.

თხის რქა

მშვენიერი განწყობა გაქვთ, თითქოს ფრთები გამოგესხათ და სიმსუბუქე, სილაღე ჩასახლდა თქვენს სულსა და სხეულში. წინ მრავალი პერსპექტივის ესკიზები ისახება.

მერწყული

დღეს მეტად გამოიყენეთ საქმიანობაში ფანტაზია და წარმოსახვის უნარი, საკმაოდ ნაყოფიერი დღეა რეკლამის სფეროში მყოფთათვის.

თევზები

თქვენს ირგვლივ მატულობს ჭორები და მითქმა -მოთქმა, იყავით თავდაჭერილი, გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, მოთოკეთ ემოციები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system