თავში

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა თავი მოუსვენრად იგრძნოთ, ვინაიდან აქამდე წარმატებას იოლად აღწევდით, რაღაც გაუთვალისწინებელი სიტუაცია თუ საქმე ჩვეული რიტმიდან ამოგაგდებთ, მაგრამ სიმშვიდით ყველაფერი მალე დალაგდება.

კურო

იმდენად იცვლება ვითარება რომ რეალობა დაუჯერებლად გეჩვენებათ, გამოიყენეთ სამყაროსგან ბოძებული შანსები, ენდეთ და ეჭვს ნუ შეიტანთ ახლობლებისა და ირგვლივმყოფთა კეთილსინდისიერებაში და მიზანს მიაღწევთ.

ტყუპები

საკუთარ საიდუმლოს ნურავის გაანდობთ, ნუ ენდობით ყველას, ნუ ილაპარაკებთ თქვენს გეგმებზე, გაიაზრეთ ყოველი ნაბიჯი და ყოველი წვრილმანი და გამოსავალს აუცილებლად იპოვნით.

კირჩხიბი

მშფოთვარე დღეა, შესაძლოა ვინმე ეცადეს თქვენს ემოციებზე თამაშს, ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და უბრალოდ ყურადღება არ მიაქციოთ გამოწვევებს, ამ შემთხევაში ყველაფერი კარგად იქნება.

ლომი

შესაძლოა უხეშად მოინდომონ თქვენს საქმეებში ჩარევა, ნუ მოუსმენთ სხვებს, ნურც პროვოკაციებს აჰყვებით, იყავით თქვენი მიზნის ერთგული და არა მარტო საუკეთესოდ მოახდენთ რეალიზებას, არამედ სამომავლოდ უფრო მეტად განიმტკიცებთ მდგომარეობას.

ქალწული

თუ თქვენთვის მნიშვნელოვან მიზანს ახლა ვერ მიაღწიეთ ნუ ჩაიქნევთ ხელს და ნუ დაკარგავთ ინტერესს. დაისვენეთ, განმარტოვდით და მეტი კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს შინაგან სამყაროზე.

სასწორი

შესაძლოა საკუთარ თავში რაღაც ახალი თვისებები აღმოაჩინოთ და ეს დიდ კმაყოფილებას მოგგვრით. დიდია შანსი გაჭიანურებულ და გადადებულ საქმეებს ახლა დაესვას წერტილი და კარგი შედეგიც მიიღოთ.

მორიელი

იყავით მტკიცე და თავდაჯერებული, რადგან ნებისმიერი საკითხი მიუხედავად მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, მაინც თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება.

მშვილდოსანი

წარმატებას მიაღწევთ ნებისმიერ საქმეში, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება, რაც ასე გაშფოთებთ და განევრვიულებთ. დაეყრდენით საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, იმოქმედეთ სტრატეგიულად.

თხის რქა

შეხედეთ საკუთარ თავს გვერდიდან, ნუ დააბრკოლებთ ნურაფეს და ნურავის, ვინც /რაც წასასვლელია უნდა წავიდეს. თავისთავადი ცვლილებები საბოლოოდ თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს.

მერწყული

გახარებთ პატარ-პატარა წარმატებები და აღარ გაშფოთებთ ის თუ სხვები რას და როგორ აღიქვავენ თქვენს პიროვნებასა და ქმედებას. თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობთ და შესანიშნავი განწყობა გაქვთ. მიჰყევით შეუპოვრად დასახულ მიზნებს.

თევზები

კმაყოფილი და იმედით აღსავსე შეხვდებით ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, გახარებთ ყველა წვრილმანი და გჯერათ, რომ ყველა მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system