თავში

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანშია.

უგეზო მთვარეა 21:55დან - დღის ბოლომდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის სასურველი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

შესაძლოა თანამოაზრეების მოძებნა დაგჭირდეთ. ამ საკითხის მოსაგვარებლად საჭიროა იყოთ უფრო გულისხმიერი და მიმტევებელი ირგვლივმყოფთა მიმართ.

კურო

ყურადღება დაუთმეთ, როგორც თქვენი პირადი სივრცის, ასევე გარემოს მოწესრიგებას და ენერგეტიკულ წმენდას. ჰარმონიას და კეთილგანწყობას თავად უნდა ასხივებდეთ.

ტყუპები

მოდუნდით, მეტი დრო დაჰყავით სუფთა ჰაერზე, მოიკრიბეთ ძალა, აი შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეთ, რომ თქვენი ამბიციები რეალურ მიზნებად გადაიქცეს.

კირჩხიბი

ნუ ენდობით ამ პერიოდში მხოლოდ შეგრძნებებსა და ინტუიციას, იმოქმედეთ გამოცდილებაზე დაყრდნობით. სასურველია დაკავდეთ ჩვეული საქმეებით და იურთიერთოთ მხოლოდ პოზიტიურ ადამაინებთან.

ლომი

იმოქმედეთ, არაა საჭირო დაელოდოთ უკეთეს დროს. შეეცადეთ ჩამოაყალიბოთ თქვენი სურვილები ერთ თანმიმდევრულ გეგმად და დაიწყოთ ჩანაფქრის თუ ოცნებების განხორციელება.

ქალწული

არის ალბათობა ახალი გატაცება, ახალი ჰობი გაგიჩნდეთ, რომელიც შესაძლოა ახალი ფინანსური წყაროც კი გახდეს და სამომავლოდ კარგი მოგებაც მოგიტანოთ.

სასწორი

მოტყუების და დანაკარგების ალბათობაა, კარგად გადაამოწმეთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, იყავით წინდახედული და თავი შეიკავეთ შორ დისტანციაზე გადაადგილებისგან.

მორიელი

პროდუქტიული და კეთილდღეობის მომტანი პერიოდია, ეს არ მხოლოდ საქმიან სფეროს, არამედ ურთიერთობებს ეხება. საქმის პარალელურად აუცილებლად იზრუნეთ დასვენებაზეც.

მშვილდოსანი

რთული დღეა, მთავარია არავისთან არ ჩაერთოთ კამათსა და დაპირისპირებაში, შეეცადეთ არ გააღრმათ დაძაბულობა. მოსალოდნელია დაუგეგმავი ფინანსური ხარჯები.

თხის რქა

იყავით უკიდურესაც მომთმენი და ყურადღებიანი, როგორც საკუთარი ასევე ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მიმართ. ნუ გადაიღლებით და დიდ ძალისხმევას ნუ დახარჯავთ მეორეხარისხოვან საქმეებზე. დაისვენეთ.

მერწყული

წარმატებული დღეა. ახლა თქვენთვის შეუძლებელი და მიუღწეველი არაფერია, ყველაფერი გამოგივათ, მთავარია იყოთ გაბედული და შეუპოვარი. დრო თქვენს სასიკეთოდ მუშაობს ახლა.

თევზები

ნუ აჩქარდებით პირადი თუ ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას, არის ალბათობა დაუშავათ შეცდომა, რომლის გამოსწორებასაც დიდი დრო დასჭირდება.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system