თავში

28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შეეცადეთ მოაგვაროთ ყოველი პრობლემური საკითხი, იპოვოთ გზები და მეთოდები კონფლიქტის დასარეგულირებად. თქვენი გეგმების რეალიზება ამ ეტაპზე შესაძლოა ვერ მოხერხდეს.

კურო

დღეს მეტად დაეყრდენით საკუთარ ძალებს, ნუ ენდობით სხვებს, შესაძლოა თავისი მიზნებისთვის გამოგიყენონ და შემდეგ განზე გადგნენ. თუ გონივრულად და დამოუკიდებლად იმოქმედებთ წარმატების შანსები დიდია.

ტყუპები

სიურპრიზებით აღსავსე დღეა, გაუთვალისწინებელი მოვლენები დიდ აღმაფრენასა და დადებით ემოციებს მოგიტანთ.

კირჩხიბი

დღე ურთიერთობების მოგვარების კუთხით მომგებიანი არ არის, შესაძლოა გართულდეს სადავო საკითხები ან ბიზნესპარტნიორებთან ფინანსურმა სირთულეებმა იჩინოს თავი.

ლომი

საქმიანი პროექტების, ოჯახური ან საყოფაცხოვრებო საკითხების გამო მოსალოდნელია ფინანსური დანახარჯები, თუმცა შეშფოთების მიზეზი არ გექნებათ, ელოდეთ რეგულარულ სტაბილურ ფინანსურ რესურსს.

ქალწული

ბედს ნუ გაანაწყებეთ, ყველაფერს ეჭვქვეშ ნუ დააყენებთ, სამყარო წყალობს იმედით აღსავსე ადამიანებს! გაბედულად იმოქედეთ და იყავით თავდაჯერებული.

სასწორი

საყოფაცხოვრებო პრობლემებს ნათესავებისა და ახლობლების დახმარებით მოაგვარებთ, სასურველია მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ მოქმედების გეგმა და მიზანმიმართულად იმოქმედოთ.

მორიელი

სამსახურეობრივი საქმეები მეტად გამაღიზიანებელი და გამომფიტავი იქნება თქვენთვის, ახლა სჯობს პირად საქმეებს დროულად მიხედოთ და დაისვენოთ.

მშვილდოსანი

მოგიწევთ გარკვეულობა შეიტანოთ ურთიერთობებში. შინ თუ გარეთ, ცილს ნურავის დასწამებთ და ნურავის დაადანაშაულებთ. ახლა ჯობია დათმობაზე წახვიდეთ რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები.

თხის რქა

სტრესისა და მისგან გამოწვეული ენერგიის დეფიციტის ასაცილებლად ისწავლეთ საქმეების დროულად დასრულება და უარი თქვით გვიანობამდე გონებრივ სამუშაოზე .

მერწყული

დღეს პოზიტიური ცვლილებების დღეა, თქვენ ყველაფერს გაუმკლავდებოთ გონივრული ქმედებით, მოხერხებულობითა და ახლობელთა მხარდაჭერით.

თევზები

დღეს შესაძლოა ძალიან საინტერესო ადამიანს შეხვდეთ. რომანტიური ურთიერთობა ცხოვრების ერთფეროვან დღეებს გაგიფერადებთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system