თავში

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

წარმატებით ვითარდება ფინანსებთან დაკავშირებულოი საქმეები. ამიტომ ჩაერთეთ მოლაპარაკებებსა თუ პროექტებში, რომელიც ამ კუთხით მომგებიანია. იმოქმედეთ გაბედულად თავდაჯერებულად და გეგმიურად.

კურო

იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდიანარე, იზრუნეთ საკუთარ თავზე და კეთილდღეობაზე. შეეცადეთ გაიგოთ რაიმე ახალი, რაც საშუალებას მოგცემთ გაიუმჯობესოთ თქვენი ყოფა-ცხოვრება.

ტყუპები

თუ იქნებით დაკვირვებული დღეს მეგობრებისგან მეტად საინტერესო იდეებს მიიღებთ. მთავარია თქვენ სწორად დაგეგმოთ და წარმართოთ ამ იდეების განვითარება. აი შედეგები თაადაც კი გაგაოცებთ.

კირჩხიბი

მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებსა და ახლობელ ადამიანებს და ნაკლებად მომთხოვნი და პრეტენზიული იყავით მათ მიმართ. ახლა სწორედ ის დროა რომ სითბო და სიყვარულის ენერგიები გაცვალოთ ერთმანეთთან.

ლომი

დღეს იმდენი ჭკუის დამრიგებელი მოიყრის თქვენს ირგვლივ თავს, რომ აუტანელი იქნება მათთან ურთიერთობა. როგორმე მოახერხეთ თავი დააღწიოთ მათ, გაერიდეთ, მოძებნეთ რაიმე გზა რათა აიმაღლოთ გუნება-განწყობა.

ქალწული

თავად გაერკვიეთ ნებისმიერ საქმეში, შუამავლების გარეშე. დღეს მხოლოდ საკუთარი ინტუიცია და გამოცდილება დაგეხმაებათ შეცდომების აღმოჩენაში და გაპოვნინებთ გამოსავალს.

სასწორი

მშიდად მოიფიქრეთ და გაითვალისწინეთ ყოველი მნიშნელოვანი დეტალი საქმის დაწყების წინ, ნუ შეეცდებით სხვათა იდეების გამოყენებასა და მითვისებას, ეს თქვენთვის წამგებიანი იქნება.

მორიელი

შანსი გექნებათ დაიმეგობროთ თქვენდამი არასასიკეთოდ განწყობილი ადამიანები და კარგი მეკავშირეები შეიძინოთ თუმცა ეს არც თუ იოლად და სწრაფად მოხდება. მთავარია თქვენი სურვილი და აქტიურობა.

მშვილდოსანი

ახლა პრობლემებს სჯობს საკუთარი ძალებით შეეჭიდოთ, სხვების ჩარევა ამჯერად მხოლოდ ხელს შეგიშლით და თქვენს გეგმებში ქაოსს შეიტანს. იყავით მეტად კონსტრუქციული და ბედს ნუ დაემდურებით.

თხის რქა

შესაძლოა დღეს ისეთი შეცდომა დაუშვათ რომელზეც მომავალში ინანებთ, იმოქმედეთ არა სხვათა მოსაზრებებით, თუნდაც უფროსობის, არამედ თვითონ გაიაზრეთ ყველაფერი და საკუთარი გონებით მიიღეთ გადაწყვეტილება.

მერწყული

დამშვიდდით და ნუ დააჩქარებთ მოვლენებს, ნუ შეეცდედებით ყველაფრის ერთ დღეში მოსწრებას. მოუსმინეთ მეგობრებსა და კოლეგებს, შესაძლოა მათგან მნიშნელოვანი ინფორმაცია მოვიდეს, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას მეტად წაგადგებათ.

თევზები

ფრთხილად იყავით კომუნიკაციებში, გახსოვდეთ, ნათქვამ სიტყვას უკან ვეღარ დააბრუნებთ. დღეს რაც ნაკლებს ისაუბრებთ მით უკეთესად წარიმართება საქმეები.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system