თავში

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 16:48 დან - 20:16მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

შეეცადეთ ოჯახში ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნას და სასიამოვნოდ გაატარეთ დრო ახლობლებთან ერთად, უთანხმოების შემთვევაში ნუ წამოიწყებთ სკანდალს და მოთოკეთ ემოციები.

კურო

ელოდეთ ახალ ნაცნობობას, რომელთა შორისაც შესაძლოა იყოს ის საინტერესო ადამიანი, რომელიც პირად ცხოვრებაში ბედნიერებას მოგიტანთ. ნუ შეგეშინდებათ გრძნობების გამოხატვის.

ტყუპები

ნებისმიერ სფეროში მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ, ხშირად მოუსმინეთ სხვებს და გაითვალისწინეთ გარშემომყოფთა აზრიც, შეეცადეთ პარტნიორებთან დროულად მოაგვაროთ კონფლიქტური საკითხები.

კირჩხიბი

იმოქმედეთ ფრთხილად და გონივრულად ნუ გააკეთებთ ისეთ რამეს რასაც შემდეგში ძალიან ინანებთ, თავშეკავება და გულისხმიერება მეტად სასიკეთოდ აისახება თქვენს მომავალზე.

ლომი

შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც დაგიბრუნებთ ნდობას და თქვენს ცხორვებაში სინათლეს შემოიტანს. ახლა გაქვთ შანსი დაიწყოთ ნამდვილი, სასიკეთო ურთიერთობები.

ქალწული

სასურველია საქმის სადავეები თქვენს ხელში აიღოთ. ამგვარად სიტუაცია მეტად გაუმჯობესდება, ასევე მატულობს თქვენი ენერგო-ტონუსი და წარმატების შანსებიც.

სასწორი

ნუ გაღიზიანდებით და ნუ წამოიწყებთ კამათს ოჯახში მცირე უსიამოვნების გამო. შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება და მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ახლობლების მიმართ. ეს ურთიერთობებზე დადებითად აისახება.

მორიელი

პირად ურთიერთობებში იყავით უფრო გაბედული და გადადგით ნაბიჯები იმ ადამიანისკენ, ვინც დიდი ხანია გიზიდავთ და გაინტერესებთ. საქმიან სფეროში საჭიროა შეიტანოთ რაიმე სიახლე. იმოქმედეთ კოლეგებთან ერთად.

მშვილდოსანი

თქვენი ჩანაფიქრები და მიზნები პარტნიორებისთვისაც საინტერესო იქნება, ახლა საჭიროა გულახდილობისა და ნდობის გამოხატვა, იყავით მზად გაუგებრობების მოსაგვარებლად.

თხის რქა

გაუგებრობებსა და უნდობლობას ადვილად მოაგვარებთ გულწრფელი საუბრით, როგორც ოჯახში ასევე სამსახურში. შესაძლოა დღეს თქვენს ცხოვრებაში ახალი თანამოაზრეები გამოჩნდნენ.

მერწყული

თუ მოინდომებთ ადვილად შეძლებთ წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებასა და დაბრკოლებების გადალახვას. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრა და მოულოდნელი სიურპრიზი უცხო ადამიანებისგან.

თევზები

შეძლებთ მოიცილოთ უსარგებლო, უსიამოვნო მოგონებები და ფიქრები წარსულზე, რომელიც აქამდე გაფორიქებდათ და გთრგუნავდათ. შექმენით პოზიტიური მომენტები, გაიფერადეთ დღე და განამტკიცეთ ახალი ურთიერთობები.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system