თავში

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

აიმაღლეთ გუნება-განწყობა, იყავით მოტივირებული და კონცენტრირებული თქვენს საქმეზე. ნუ შეეჭიდებით ნურაფერს ახალს. დღის ბოლოსკენ შესაძლოა წვეულებაზე მოხვდეთ, ამიტომ დაზოგეთ ძალები საღამოსთვის.

კურო

მშვენიერი დღეა ნებისმიერი აქტივობისთვის. გამოიჩინეთ კუროების საუკეთესო თვისებები წინდახედულობა და დიპლომატია. საღამოს შეგიძლიათ მოაწყოთ რომანტიული ვახშამი საყვარელი ადამიანისთვის.

ტყუპები

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. იყავით წინდახედული და დაკვირვებული როგორც სამსახურში, ასევე თქვენს პირად საკითხებთან დაკავშირებით.

კირჩხიბი

მშვენიერი დღეა ნებისმიერი კუთხით თუ გაითვალისწინებთ მთავარს, იყავით გეგმიური, ნუ აყვებით სპონტანურ იმპულსს. არ არის რეკომენდებული ცვლილებები როგორც იმიჯის, ასევე პირად-სასიყვარულო სფეროში.

ლომი

მშვენიერი შესაძლებლობებით აღსავსეა ეს დღე თქვენთვის. ყურადღების ცენტრში ხართ, გაქვთ შარმი, მიმზიდველობა, ენერგია იმისთვის რომ გამოიჩინოთ თავი ნებისმიერი კუთხით. მთავარია არ გადააჭარბოთ, ღირსეულად ატარეთ თქვენი გვირგვინი.

ქალწული

კარგია ისეთი საკითხების დალაგება და მოგვარება, რომელიც არ მოითხოვს თქვენგან დაუყოვნებლივ ქმედებას. დაგეგმეთ ნებისმიერი თემა რომელიც აქტუალურია თქვენთვის. მოქმედებისთვის სხვა დღე შეარჩიეთ.

სასწორი

ამ დღის ყველაზე აქტუალური თემა პირად ურთიერთობებს შეეხება, დაფიქრდით განვლილზე ამ კუთხით, განსაზღვრეთ საუკეთესო ვარიანტი.

მორიელი

დღე წარმატებულია ნებისმიერი აქტივობისთვის, როგორც კარიერული ასევე სხვა თემებისთვის. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მშვილდოსანი

დღე ჩვეული რიტმით ჩაივლის, თავად იზრუნეთ დღის მრავალფეროვნებაზე, შეიქმენით საკუთარ თავსაც და სხვებსაც პოზიტიური განწყობა, ნებისმიერი თქვენი წამოწყება წარმატებით დაგვირგვინდება.

თხის რქა

დაისახეთ სამომავლო მიზნები, კარგად აწონ-დაწონეთ მათი ყველა მხარე. მოიკრიბეთ თანამოაზრეები, აქტივობისთვის ჯერ შესაბამისი დრო არ დამდგარა.

მერწყული

ნუ გადაიღლებით. მეტად დაისვენეთ. აწარმოეთ მხოლოდ ის საქმეები რომელიც ადრე გაქვთ დაგეგმილი. ახალი წამოწყებებისთვის, პროექტებისთვის თუ ფინანსური ოპერაციებისთვის ახლა არახელსაყრელი დროა.

თევზები

სასიამოვნო მოულოდნელობების დღეა, თუმცა ამაღლებული განწყობის გამო შესაძლოა გამოგეპაროთ მნიშვნელოვანი ნიუანსები, რომელიც თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება, ამიტომ დაიცავით ემოციური ბალანსი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system