თავში

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მე-19-20 დღე. დღეს, მთვარე, კუროს მგრძნობიარე ნიშანში, უკიდურესად ზრდის ძლიერ სურვილებსა და ერთგავარად, "ჩაციკლულობის" განცდასაც იწვევს. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ სასიყვარულო ვნებები, შესაძლოა ქველმოქმედების სურვილებმაც იმძლავროს. დიდია შანსი, გაგიჩნდეთ შურისძიების გადაულახავი სურვილი, წარსულში დამცირებისა და შეურაცხყოფის გამო, მოგინდეთ დაკარგულის დაბრუნება, ავტორიტეტის აღდგენა თუ  მორალური უპირატესობის გამოვლენა.

თუმცა, სურვილები შესაძლოა, ვერ დაემთხვეს შესაძლებლობებს, ამიტომ, კარგად გათვალეთ საკუთარი ძალები.

ვერძი - ვერძებს ვარსკვლავები ეუბნებიან, რომ ეს არის პასიურობის, სიზარმაცის ან მატერიალურ სიკეთეებზე მიჯაჭვულობის დღე. გარემოდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სურვილები გაჩნდება სიხარბისკენ ან ექსტრავაგანტურობისკენ. ჭარბი ჭამა შესაძლებელია. ამ დღისთვის არასასურველია დაგეგმოთ დამღლელი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს მოხერხებულობას და მობილობას (მაგალითად, სპორტული შეჯიბრებები), გრძელი მოგზაურობები და ზედმეტად აქტიური კონტაქტები.

კურო - დღეს კუროები შთაგონებულნი არიან გუშინდელი სურვილებით. თვითრწმენა ზოგჯერ შეიძლება ნამდვილ აკვიატებაში გადაიზარდოს. ვარსკვლავები შეახსენებენ მათ, რომ მეტის მიღწევის სურვილი საფრთხეს უქმნის მათ.

ტყუპი - დღეს ტყუპები შეიძლება ჩვეულებრივზე ნაკლებად კომუნიკაბელური და მსუბუქები იყვნენ. შესაძლებელია მადის მომატება. დღე შესაფერისია პასიური დასვენებისთვის. თქვენ არ უნდა მოახდინოთ თქვენი მატერიალური გეგმებისა და ფინანსური მდგომარეობის აფიშირება: უმჯობესია, თუ მხოლოდ რამდენიმე მეგობარს იეცოდინება მათ შესახებ.


კირჩხიბი - დღეს ვარსკვლავები კირჩხიბებს ურჩევენ ისარგებლონ მომენტით, მაგრამ არ იცხოვრონ ერთი დღით და არ დაკარგონ მომავლის პერსპექტივა. მეგობრებთან ერთად დასვენება ხელს შეუწყობს სასურველ ცვლილებებს. 


ლომი - დღეს ლომებისთვის პრობლება შეიძლება გახდეს ზღვარგადასული სურვილები. დღე უბიძგებს მადის გაფართოებისკენ და შინაგან ხმას შეუძლია გირჩიოთ,- "არაფერზე უთხრა უარი საკუთარ თავს". ფრთხილად იყავით, წონასწორობა არ დაკარგოთ!


ქალწული - დღე დადებითად მოქმედებს ქალწულებზე, მათ აძლევს  შთაგონების წყაროს და რწმენას. 

სასწორი - ამ დღეს სასწორისთვის შეუძლია დიდი მოულოდნელი იღბლის მოტანა. შანსი გაჩნდება დიდი ხნის პრობლემების მოგვარების. რაც შეეხება ბედის საჩუქრებს, ბრმად ნუ აღფრთოვანდებით, კარგად გაერკვიეთ ვინ, რას , რატომ "გჩუქნით".


მორიელი - დღეს მორიელებს ინტუიციურად ესმით ადამიანის ქცევის ბუნება და გრძნობენ სხვა ადამიანების ქცევების ზუსტ არსს. ეს მათ საშუალებას აძლევს ოსტატურად დაიცვან თავიანთი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტერიტორია არასასურველი "შეჭრისგან". არ არის გამორიცხული სხვების მანიპულირება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ნუ დანებდებით ახალ ალიანსში შესვლის ცდუნებას.


მშვილდოსანი - მშვილდოსანი დღეს ვერ შეძლებს ახლის გაკეთებას ძველის დასრულებამდე და ამას შეიძლება, მთელი დღე დასჭირდეს. შესაძლებელია, რომ მუშაობის ან ინტერესების სფერო გაფართოვდეს, საჭირო იქნება დამატებითი ამოცანების გადაწყვეტა და მზარდ ქაოსთან გამკლავება. არანორმალურმა სიტუაციამ შეიძლება დაარღვიოს ჩვეულებრივი რეჟიმი და იმოქმედოს თქვენს კეთილდღეობაზე. სჯობს აქტიური კონტაქტები და გასართობი ღონისძიებები ხვალისთვის გადადოთ.


თხის რქა - დღეს თხის რქები გარკვეულ უპირატესობას მიიღებენ. შემოქმედებითი კრიზისი, არასტანდარტული პრობლემები წარმატებით დასრულდება. მაგრამ ბევრი მორალური და მატერიალური რესურსი იქნება იქნება საჭირო წარმატებისთვის, რის გამოც შესაძლებელია ემოციური გადაღლა ან ბიუჯეტის გადახარჯვა.

მერწყული - მერწყულისთვის ეს დღე პოზიტიურია, მაგრამ ზოგჯერ არასასიამოვნო. სიფრთხილით მოვეკიდოთ ამბის გაზვიადებას თუნდაც ის კეთილ განზრახვაზე იყოს დაფუძნებული. 

თევზები - თევზები დღეს გარშემორტყმულია არაჩვეულებრივი ამაღელვებელი ატმოსფეროთი, რომელსაც შეუძლია აღადგინოს მათი რწმენა და იმედი. გულგატეხილი თევზებისთვის ეს სასარგებლოა აპათიისა და სიზარმაცის დასაძლევად, მეგობრების მოსანახულებლად, დაუგეგმავი არასტანდარტული შოპინგის მოსაწყობად ან არატრადიციული ეგზოტიკური კერძის დასამზადებლად: ეს ყველაფერი შესანიშნავი მუხტია პოზიტიური მუხტის მისაღებად (თუმცა, ძვირია მატერიალურად , მაგრამ საბოლოო ეფექტისთვის ღირს).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system