თავში

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის 24-ე დღე. დღეს, ტყუპებში მთვარის ასპექტები მოგიწოდებთ მეტი კომუნიკაბელურობის, მობილურობისა და მოქნილობისკენ, გირჩევთ, ნებისმიერ უსიამოვნებასა თუ უხერხულ სიტუაციას შეხედოთ იუმორით. 

უმჯობესია,  სერიოზული საუბრები, ოფიციალური შეხვედრები, სისტემური კვლევები, ვარიანტების შედარება, გამოთვლები და დოკუმენტებთან მუშაობა დილით დაამთავროთ.

სიფრთხილეა საჭირო თანხების ხარჯვისას. სახლის სარემონტო სამუშაოებისთვის ნებისმიერი შენაძენისას ყურადღებით იყავით, დიდი შანსია, გამოგრჩეთ  მნიშვნელოვანი დეტალი.

ვერძი

დღეს თქვენ შეძლებთ მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას, მოახერხებთ კოლექტივის გაერთიანებას საინტერესო იდეის გარშემო და მნიშვნელოვნად დაწინაურდებით.

კურო

არის გაუგებრობების ალბათობა, კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით შესაძლოა დადგეთ არჩევანის წინაშე - მატერიალირი სარგებელი თუ მეგობრული ურთერთობები. დღეს გულახდილობა კარგს არაფერს მოგიტანთ.

ტყუპები

ინტუცია დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეცდომები, დაკავდით მხოლოდ თქვენთვის საინტერესო საქმეებით და მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის სფეროს.

კირჩხიბი

აკონტროლეთ თქვენამდე მოსული ინფორმაცია, გამოიყენეთ ის მხოლოდ თქვენი საქმიანობისთვის საჭირო საკითხების მოსაგვარებლად. იმოქმედეთ სწორად და არ დაარღვიოთ სულიერი, გონებრივი და ფიზიკური ჰარმონია, არ გადაიღალოთ.

ლომი

ეს დღე ხელს უწყობს მეგობრული ურთიერთობების და სხვადასხვა საკითხების განხილვას, რომლებიც დიდი ხანია გაინტერესებდათ. შემოიკრიბეთ ირგვლივ სანდო და ერთგული ადმიანები, რომლებიც იზიარებენ თქვენს შეხედულებებს.

ქალწული

აკონტროლეთ მიმდინარე მოვლენები და შეეცადეთ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ სიტუაცია. რაც უფრო მეტად გექნებათ ურთიერთობა და მოუსმენთ გამოცდილ ადამიანებს, მით მეტს გააკეთებთ და გამოიმუშავებთ თქვენს საქმიანობაში.

სასწორი

ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და პრინციპული, შეეცადეთ გაიზიაროთ კოლეგების მოსაზრებები და მალე დარწმუნდებით, რომ თქვენთვის ეს გაცილებით უფრო მომგებიანი პოზიციაა.

მორიელი

სასიკეთო დღეა ისეთი საქმიანობისათვის, რაც გონებრივ კონცენტრაციას და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. დღევანდელი წამოწყებები წარმატებას მოგიტანთ მომავალ საქმიანობაშიც.

მშვილდოსანი

ფსიქოემოციური არასტაბილურობის და ნერვული გადაღლის თავიდან ასაცილებლად სასურველია გაერიდოთ ტოქსიკურ ადამიენებსა და მძაფრ დისკუსიებს. იყავით მეტად ყურადღებით, რადგან გაუთვალისწინებელმა ვითარებამ შეიძლება სტრესში ჩაგადოთ.

თხის რქა

კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, გამოიყენეთ საჭირო კავშირები და ნაცნობობა, მაგრამ რაც მთავარია იყავით უფრო მეტად მოქნილი, მოხერხებული და დიპლომატიური ყველგან.

მერწყული

დაეყრდენით საკუთარ გამოცდილებას და ნუ შეუშინდებით შეცდომებს. შესაძლოა დღეს რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც მიიღოთ, რომელიც სერიოზულ გავლენას იქონიებს თქვენს მომავალზე, ამიტომ კარგად დაფიქრდით.

თევზები

ემზადეთ ცვლილებებისთვის და რაც შეიძლება მეტად გაიხარჯეთ ფიზიკურად, ვინაიდან დაუხარჯავმა ენერგიამ შესაძლოა იმპულსურობა და ემოციური აფეთქება გამოიწვიოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system