თავში

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 09:47 დან -19:12 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

მთელი პრობლემების მიზეზი ისაა, რომ თავი სამყაროს ცენტრად მიგაჩნიათ, თვლით რომ ყველა თქვენი შეხედულებებისამებრ უნდა მოქმედებდეს. გამოიჩინეთ კეთილგონიერება, ახლა ყველაზე მეტად დიპლომატია და კომპრომისზე წასვლა გჭირდებათ.

კურო

ოჯახში რაღაც სიახლეა მოსალოდნელი, შესაძლოა ახალი ფინანსური წყარო გამოჩნდეს და დიდი გეგმები დაისახოთ, ყველაფერი სტაბილურად და მშვიდად ვითარდება.

ტყუპები

მზე თქვენი თანასტიქიელის ნიშანს გადის, შესაბამისად კარგი განწყობა და სასიკეთო მოულოდნელობები მშვენიერ ფონს ქმნიან თქვენი პროექტებისთვის.

კირჩხიბი

მოინახულეთ ახლობლები, ეს თქვენს განწყობაზე სასიკეთოდ იმოქმედებს, ერთად თავმოყრილი ოჯახი ყველაზე დიდი სიხარულის მომტანია თქვენთვის, ამგვარად მშვიდად და კომფორტულად იგრძნობთ თავს.

ლომი

სიფრთხილე გამოიჩინეთ პირად -სასიყვარულო საკითხებში, ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ თუ თქვენი გეგმები კომერციულ ან გარკვეულ მატერიალურ გათვლებს ეფუძნება, მაშინ შეგიძლია საქორწინო კონტრაქტებიც კი გააფორმოთ.

ქალწული

გაახალისეთ თქვენი ყოველდღიურობა და ნუ ჩაიციკლებით ერთ თემაზე, ერთ საკითხზე. ხელს ნუ ჩაიქნევთ, თქვენი გეგმების რეალიზაციისთვის მეტი ძალისხმევა გამოიჩინეთ.

სასწორი

ცხოვრებას ფილოსოფიურად მიუდექით და მიზნების მისაღწევად სხვა გზები გამონახეთ. თქვენი გამოცდილებით პროდუქტიულობასაც გაზრდით და უკეთ განვითარდებით ნებისმიერ სფეროში.

მორიელი

ნუ ეცდებით საკუთარი ნეგატიური ემოციების გავრცელებას, ნუ დაუპირისპირდებით კოლეგებსა და ახლობლებს, ნუ აჰყვებით გარშემომყოფთა პროვოკაციებს.

მშვილდოსანი

ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, მთავარია სულით არ დაეცეთ და საკუთარ პრინციპებზე უარი არ თქვათ. იმოქმედეთ და სიფრთხილე გამოიჩინეთ გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში.

თხის რქა

შესაძლოა თავი იჩინოს გაუგებრობებმა, ხასიათში მატულობს გაღიზიანება, ზოგიერთი ადამიანი თითქოს სპეციალურად ცდილობს თქვენი ავტორიტეტის შელახვას. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით ობიექტური.

მერწყული

თქვენი მსოფლმხედველობა იცვლება, მეტად ხართ ორიენტირებული განვითარებაზე. შესაძლოა თქვენმა იდეებმა და პედაგოგიურმა მიდგომებმა წარმატება მოგიტანოთ.

თევზები

იყავით იმედითა და პოზიტივით სავსე, ბევრია დამოკიდებული თქვენს განწყობაზე. თქვენთანაც მალე გამოიდარებს. არაფერია მუდმივი, სევდასა და მწუხარებასაც აქვს დასასრული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system