თავში

30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - PHOTO

30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - PHOTO

უგეზო მთვარეა 14:25 დან 19:40მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

იყავით მაქსიმალურად თავშეკავებული, შესაძლოა პატარა კამათიც დიდ გაუგებრობაში გადაიზარდოს.

კურო

მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოუსმინეთ თქვენს სხეულს, დროულად მიიღეთ შესაბამისი ზომები. მეტი დაისვენეთ და ყურადღებით იყავით საკვებ რაციონთან.

ტყუპები

თავი შეიკავეთ რადიკალური ცვლილებების მიღებისგან, ასევე აზარტული თამაშებისგან. ჩაერთეთ საახალწლო აქტივობებში და დაიცავით ზომიერება.

კირჩხიბი

დღესასწაულამდე დიდია შფოთი და გაღიზიანების ფონი, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მიჰყევით ჩვეულ საქმიანობას.

ლომი

აქტიური დღეა, შეხვედრები, მგზავრობები, მოლაპარაკებები... კარგი იქნება თუ საქმიან პარტნიორებს მყუდრო ადგილას შეხვდებით და ერთად განიტვირთებით, ეს გააუმჯობებსებს კომუნიკაციას.

ქალწული

შესაძლოა დღეს მეტად სულსწრაფი იყოთ, გაგიჩნდეთ დროის ტარებისა და მოლხენის სურვილი. ზომიერების ფარგლებში ყველაფერი დასაშვებია.

სასწორი

თქვენი ქმედების შედეგები ისევ თქვენგან რეაგირებას მოითხოვს, ეცადეთ ბოლომდე მიიყვანოთ ყველა დაწყებული საქმე.

მორიელი

მატულობს ტყუილების ალბათობა. დღეს გაცნობილი ადამიანები შესაძლოა სულაც არ იყვნენ ისეთები როგორადაც თავს გაჩვენებენ. იყავით მეტად დაკვირვებული.

მშვილდოსანი

ფინანსური გადახარჯვა შესაძლოა რაღაც დროით პრობლემების მიზეზი გახდეს, თუმცა ამაზე ნერვიულობა არ ღირს, მიმართეთ დახმარებისთვის გამოცდილ მეგობრებს.

თხის რქა

შესაძლოა მოშურნეები ლუპით გაკვირდებოდნენ, ამიტომ ნუ დააგდებთ ტემპს, გულდაგულ მიჰყევით თქვენს საქმეებს.

მერწყული

საზოგადოებაში ყოფნისა და ურთიერთობების წყურვილი არ გასვენებთ, ნუ შეიზღუდებით თქვენს სურვილებში. მეტად გაანებივრეთ საკუთარი თავი.

თევზები

არასტაბილური განწყობის გამო შესაძლოა გეგმებში ცვლილებების შეტანა მოგიწიოთ. მოერიდეთ რთულ ადამიანებს, რომლებთან კომუნიკაციაც თქვენს განწყობაზე ცუდად აისახება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system