თავში

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის 19-20 დღე. დღეს იდუმალების გემო იგრძნობა ყველაფერში - თევზები მთვარეშია, რაც იმას ნიშნავს რომ ბევრი რამ მისტიური იქნება. არ გვჯერა სიტყვების და კვლავ ვამოწმებთ ყველა ინფორმაციას. 

ნუ ავყვებით ოცნებებს და ბევრი იშრომეთ. ვარსკვლავებს გვირჩევენ, ცოტა შევისვენოთ და დამატებით ორი საათით გამოვიძინოთ, ჩავრთოთ საყვარელი სერიალი და მშვიდად შევხედოთ ცხოვრებას.

ამ დღეს შეიძლება წინასწარმეტყველური სიზმრებიც გვეწვიოს, ასე რომ, აუცილებლად დაწერეთ ის, რასაც ნახავთ და შეეცადეთ, იწინასწარმეტყველოთ თქვენი მომავალი. 

ვერძი

ეს დღე დიდი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით იქნება დატვირთული, შესაძლოა მიიღოთ შემოთავაზება მომგებიან პროექტთან დაკავშირებით...აკონტროლეთ ჯანმრთელობა. (არის ინფექციების ალბათობა).

კურო

ნუ ცდილობთ ყველაფრის გასაიდუმლოებას, შესაძლოა თავად დაიკარგოთ ლაბირინთში და სირთულეების დალაგების ნაცვლად, პარტნიორისგან გარიყული აღმოჩნდეთ.

ტყუპები

წარმატებულია ნებისმიერი ტიპის მგზავრობა, შესაძლოა განახორციელოთ დიდი ხნის წინ დაგეგმილი და საქმიან თუ პირად ცხოვრებაში გზა გაიკვალოთ ახალი პერსპექტივებისკენ.

კირჩხიბი

იდეებითა და ახალი გეგმებით ხართ გატაცებული, შეეცადეთ ენას კბილი დააჭიროთ და არ გათქვათ თქვენი ან სხვისი საიდუმლო, საქმესთან ერთად არ დაგავიწყდეთ დასვენება ან ბუნებაში გასეირნება.

ლომი

დაზოგეთ თქვენი ენერგია, გამიჯნეთ ერთმანეთისგან მეგობრებისა და სამსახურის თემა, ნუ იტვირთავთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას.

ქალწული

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე თუ რა ნაბიჯს გადადგავთ და რას მოიმოქმედებთ ამ სიტუაციაში, რომელიც მოულოდნელად თქვენს გარშემო შეიქმნა, გამოიჩინეთ სიფრთხილე და წინდახედულობა.

სასწორი

სასურველია ნაკლებად იფიქროთ ფინანსურ საკითხებზე, მიენდეთ განგებას, მეტად კონცენტრირდით ჯანსაღ ცხოვრების წესსზე, ჯანსაღ კვებაზე, თქვენს მომავალზე და სიმშვიდეზე.

მორიელი

დროა გააკეთოთ არჩევანი საკუთარი ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის, შესაძლოა თქვენგან გადამწყვეტი მოქმედება და მეტი სიმტკიცე მოითხოვონ.

მშვილდოსანი

შეეცადეთ ირგვლივ წესრიგი დაამყაროთ, ნუ დაუშვებთ ქაოსს, ნუ აჰყვებით ეჭვებსა და ჭორებს, რადგან ცხელ გულზე უსამართლოდ იმოქმედებთ, მოგვიანებით კი ამის გამო სინანული შეგიპყრობთ.

თხის რქა

არ მოადუნოთ ყურადღება და აკონტროლეთ საქმის განვითარების პროცესი რათა არ მოტყუვდეთ და წაგებულიც არ აღმოჩნდეთ, მზრუნველობა და ყურადღება გამოიჩინეთ ოჯახის წევრების მიმართ.

მერწყული

თუ სიმშვიდესა და თანაგრძნობას გამოიჩენთ გაუგებრობა თქვენს ირგვლივ იოლად მოგვარდება, რომელიც საბოლოოდ თქვენს სასიკეთოდ იმუშავებს.

თევზები

ნუ აიღებთ პასუხისმგებლობას სხვის ქმედებაზე, იყავით გულისხმიერი, მაგრამ ყურადღებით გაერკვიეთ მიმდინარე სიტუაციაში და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system