თავში

30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 19:10 დან - დღის ბოლომდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

შეიმუშავეთ სამომავლოდ ახალი გეგმები და ახალი სტრატეგია, სასურველია მოიძოთ დამატებითი შემოსავლის წყარო.

კურო

ყოველდღიური ერთფეროვნება დამღლელი და აუტანელი ხდება, შეეცადეთ დაკავდეთ თქვენთვის საინტერესო საქმიანობით, რათა დრო არ დაგრჩეთ უსიამოვნო ფიქრებისთვის.

ტყუპები

დღევანდელი დღე თქვენთვის საინტერესო, წარმატებული პერიოდის დასაწყისია, მოემზადეთ სასიამოვნო მოულოდნელობისთვის, დაფიქრდით, ხომ არ დადგა დრო შეცვალოთ თქვენი ხისტი პრინციპები?

კირჩხიბი

ნუ იდარდებთ, დრო თავად მიუჩენს თავის ადგილს ყველას და ყველაფერს. ნუ შეეცადებით ზედმეტად მიიქციოთ სხვების ყურადღება, ეს თქვენი ძალისხმევის გარეშეც მოხდება საჭირო დროს.

ლომი

წარმატებებმა და გარშემომყოფთა შექებამ შესაძლოა თავბრუ დაგახვიოთ და საქმიან სფეროში მხედველობიდან ისეთი დეტალები გამოგეპაროთ, რომელიც პერსპექტივაში პრობლემებს გამოიწვევს, ამიტომ იყავით ძალიან დაკვირვებული და ფრთხილი.

ქალწული

შესაძლოა, გარკვეული ინფორმაცია დამახინჯებულად მოგაწოდონ, რამაც გაურკვევლობა და ქაოსი შემოიტანოს თქვენს საქმიანობაში. არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეული ადამიანის აზრი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ამიტომ ამ ეტაპზე, ჯობია თქვენი შეხედულებებით იმოქმედოთ.

სასწორი

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას და გაითვალისწინეთ ზოგადი რეკომენდაციები. საქმიან სფეროში იყავით უფრო გაბედული და შეუპოვარი.

მორიელი

შესაძლოა, ვნებებისა და სიყვარულის ქარცეცხლში აღმოჩნდეთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, დაიცავით დიეტა, რადგან მერე არ მოგიწიოთ რადიკალური ზომების მიღება.

მშვილდოსანი

ახლა პირადსა თუ საქმიან სფეროში კარდინალური ცვლილებების მიღების დრო არ არის, მეტი მოთმინება გამოიჩინეთ, მიჰყევით ძველ არჩეულ გზას, დანარჩენს ცხოვრება თავად გამოაჩენს.

თხის რქა

ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს, ეცადეთ მიირთვათ ახალი და არა კონსერვირებული პროდუქტები, აიმაღლეთ განწყობა არომათერაპიის დახმარებით.

მერწყული

ზედმეტი ხარჯების თავიდან ასაცილებლად მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს ბიუჯეტს, სწორად გადაანაწილეთ ის. ეცადეთ, ამ ეტაპზე, მხოლოდ საჭირო და აუცილებელი ნივთები თუ პროდუქტები შეიძინოთ.

თევზები

იყავით მეტად დამთმობი, წარმატებისა და ჰარმონიული ურთიერთობებისთვის ხანდახან აუცილებელია კომპრომისზე წასვლა, ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიტყვებს და ქმედებებს, ახლა ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენივე კეთილდღეობისთვის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system