თავში

31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანშია.

ვერძი

დღეს თქვენი გონებრივი შესაძლებლობები ახალი იდეების, ახალი პროექტების თუ შემოქმედებითი სფეროს საკითხებს მიეძღვნება, თავი შეიკავეთ სპონტანური ქმედებებისგან და მოერიდეთ კონფლიქტებს ურთიერთობებში.

კურო

არ დაიშუროთ დრო და გამოცდილება სხვათა დასახმარებლად, შესაძლოა თქვენგან დახმარება და პროფესიული რჩევები დასჭირდეთ ირგვლივმყოფებს, თქვენი ავტორიტეტი იზრდება.

ტყუპები

არის გაუგებრობების ალბათობა, შესაძლოა არასწორად გაიგონ თქვენი ნათქვამი, ამიტომ სასურველია მინიმუმამდე შეამციროთ კონტაქტები და კომუნიკაციები. სჯობს პირადი და საოჯახო საკითხებით დაკავდეთ.

კირჩხიბი

შესაძლოა მოულოდნელად საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ, ანალიტიკური გონება და გამჭრიახობა დაგეხმარებათ სწორად განჭვრიტოთ მნიშვნელოვანი საქმეები და შექმნილი სიტუაცია სასიკეთოდ გამოიყენოთ.

ლომი

იზრუნეთ თქვენი საქმიანობის ფინანსურ მხარეზე, მოაწესრიგეთ ანგარიშები, თვალი გადაავლეთ შემოსავლებს, გააანალიზეთ თქვენი იდეების სარგებლიანობა, შეაფასეთ და გააკეთეთ დასკვნები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

ქალწული

ყოველგვარი საქმიანობა, იქნება ეს ბიზნესი, სწავლა, შემოქმედებითი საქმიანობა თუ საოჯახო საქმე, რომელზეც თვითონ იქნებით პასუხისმგებელი, წარმატებას მოგიტანთ, აი სხვების ნაკარნახევი ქმედებით კი გაუგებრობაში შეიძლება არმოჩნდეთ.

სასწორი

დაკავდით ჩვეულებრივი, ყოველდღიური საქმეებით, შემოქმედებითი იდეების, მოლოდინით დიდ აღმაფრენას ნუ დაელოდებით, მშვიდად მიჰყევით დროის დინებას, აღიდგინეთ ძალები. დაისვენეთ მეგობრების წრეში.

მორიელი

ნაკლები ილაპარაკეთ და გულდასმით მოუსმინეთ სხვებს. დღეს შესაძლოა ირგვლივმყოფთა ნათქვამიდან მოიპოვოთ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და სწორედ უცხო ადამიანთა აზრები და იდეები გახდება თქვენი შთაგონების წყარო.

მშვილდოსანი

სასურველია მოახდინოთ გონების კონცენტრაცია იმ თემებზე რომლებსაც თვითონ გადაწყვეტთ. სხვათა ჩარევა რჩევებითა და მითითებებით მხოლოდ გააუარესებთ მოსალოდნელ შედეგებს.

თხის რქა

თავი ხელში აიყვანეთ და შეეცადეთ ყოველნაირად კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოთ ახლობლებთან. სამყაროზე თქვენი კრიტიკული შეხედულებების გამო ნუ დაუპირისპირდებით და ნუ დაკარგავთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს.

მერწყული

ნუ აჰყვებით შფოთსა და ნეგატიურ ემოციებს, ყველა და ყველაფერი გაღიზიანებთ, გაუაზრებელი მოქმედებებით შეცდომებს დაუშვებთ. მოგვიანებით კი ძალიან ინანებთ ამაზე.

თევზები

შესაძლოა თქვენი იდეები სხვებმა მიითვისონ, ან სამსახურში მოულოდნელად სირთულეების წინაშე აღმოჩნდეთ. ნუ შეშინდებით განაგრძეთ ბრძოლა, ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system