თავში

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 04:08დან -15:58 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

თქვენი განზრახვის განხორციელებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მოგიწევთ მოქმედება.

კურო

შესაძლოა დღეს ახალი წინადადება შემოგთავაზონ, თანამშრომლობასთან ან ახალ სამსახურთან დაკავშირებით. პირად ურთერთობებში ახლა შეგიძიათ ყველაფერი სასიკეთოდ დაალაგოთ.

ტყუპები

თქვენთვის მოსამზადებელი ეტაპი იწყება, ამიტომ ნურავის ნურაფერს შეპირდებით, მთელი მონდომებით გულითა და სულით აკეთეთ თქვენი საქმე და ეძიეთ საჭირო ინფორმაციები.

კირჩხიბი

დღევანდელი დღის მთელი ენერგია მატერიალურ და პროფესიულ საკითხებს ეძღვნება. მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას და განსაზღვრეთ სად, რომელი მიმართულებით ჯობია იმოქმედოთ.

ლომი

სასიკეთოა დღეს თუ დაკავდებით დოკუმენტების მოწესრიგება გაფორმებით. გაითვალისწინეთ, პარტნიორული ურთიერთობები თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს.

ქალწული

არ მოდუნდეთ, მაგრამ ზედმეტად თავს ნუ დაიტვირთავთ, მოულოდნელი ცვლილებები თქვენს ირგვლივ გარკვეული პერიოდის შემდეგ მნიშვნელოვან სარგებელს მოგიტანთ. შესაძლოა დღეს არჩევანის წინაშე დადგეთ.

სასწორი

შესაძლოა რაღაც მოულოდნელობამ მთლიანად შეცვალოს თქვენი ცხოვრება და გამოავლინოთ ისეთი თვისებები, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გქონდათ, მთავარია იყოთ მტკიცე და შეუპოვარი.

მორიელი

მართალია ახალ უფრო მეტი შესაძლებლობები ჩნდება, მაგრამ გეჩვენებათ, რომ მთელი ენერგიის მარაგი დახარჯეთ და მხოლოდ დასვენება და გართობა გჭირდებათ.

მშვილდოსანი

ნუ გარისკავთ, მაგრამ საერთო დაბნეულობისა და გაუგებრობების შემთხვევაში სადავეები საკუთარ ხელში აიღეთ.მალე სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვლება და მეტი ურთიერთნდობა გაგიჩნდებათ.

თხის რქა

გამოავლინეთ თქვენი ლიდერული თვისებები და შეუპოვრობა, იყავით მტკიცე და შეუვალი, დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ აზრს, მაგრამ ქმედებამდე კარგად გათვალეთ ყოველი ნაბიჯი.

მერწყული

შესაძლოა ახლა დასახულ მიზანს ვერ მიაღწიოთ შემოქმედებით და სამსახურეობრივ საქმიანობაში, მაგრამ ცხოვრებისეულ პატარ-პატარა პრობლემებს მარტივად გადაჭრით.

თევზები

იმოქმედეთ რაციონალურად და არა შემთხვევითობიდან გამომდინარე მომენტებით, ახლა ნათლად უნდა გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და იპოვოთ გამოსავალი ნებისმიერ სიტუაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system