თავში

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 13:17დან - 18:38-მდე; შესაბამისად, ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

გამოიყენეთ ეს მშვიდობიანი დრო ჭკვიანურად და ეცადეთ თქვენს საქმიანობაში მეტი ყურადღება დაუთმოთ ალტერნატიულ ხედვას. ისწავლეთ მოთმინება და თქვენს შესაძლებლობებს ნუ გადაამეტებთ.

კურო

ხანდახან უკან დახევა გაცილებით უფრო მომგებიანია ვიდრე წინა ხაზზე გაჭრა. შეხედეთ სიტუაციას სხვა რაკურსიდან, ამგვარად ყველაფერს უფრო მკაფიოდ დაინახვთ და გადაწყვეტილებასაც უფრო სასიკეთოს მიიღებთ.

ტყუპები

კარგად თუ ჩაუფიქრდებით არსებულ სიტუაციას მეტად სასარგებლო გაკვეთილს მიიღებთ ახლო დღეების წარუმატებელი ქმედებებიდან. ახლა სიტუაციის სწორად შეფასება კარგი სტარტი იქნება მიღებული ცოდნის პროდუქტიული გამოყენებისთვის.

კირჩხიბი

მიზნის მიღწევაში თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ, რეგულარულად შეამოწმეთ პატარპატარა შედეგები ხანგრძლივი პერიოდის პროექტებზე მუშაობისას და საჭიროების შემთხვევაში დროულად შეიტანეთ კორექტივები.

ლომი

ეს ის მომენტია როდესაც იოლად შეგიძლიათ დაამუშაოთ თქვენი წარსულის ნეგატიური გამოცდილებები, უკან მოიტოვოთ შფოთი და ნაცრისფერი დღეები და მეტი პოზიტივით გაემართოთ ახალი თავგადასავლებისკენ.

ქალწული

ლოცვა მედიტაცია, მოთმინება და სიმშვიდე ამ ეტაპზე საუკეთესო წამალია, ეს ყოველივე თქვენი სულიერი გაჯანსაღებისთვისაა საჭირო. ირწმუნეთ საკუთარი ძალების და მიზნის მისაღწევად მიჰყევით არჩეულ გზას.

სასწორი

აუცილებელია დასვენება, დისციპლინა და თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობის კონტროლი დაგეხმარებათ წონასწორობის შენარჩუნებასა და ძალების აღდგენაში. მეტად სასიკეთო გავლენას მოახდენს თქვენზე პოზიტიურ ადამიანებთან კონტაქტი.

მორიელი

შეწყვიტეთ საკუთარი თავის დადანაშაულება, მართალია რთული პერიოდი გქონდათ, მაგრამ პრობლემებმა უფრო გაგაძლიერათ. ახლა დადგა გაჯანსაღების, გადაწყვეტილებების მიღებისა და წარმატების დრო.

მშვილდოსანი

დაიცავით ზომიერება, დაზოგეთ თქვენი ძალა და რესურსები, დღეს შესაძლოა არა ერთი ემოციებით დახუნძლული შეხვედრა შედგეს, მოერიდეთ დაპირისპირებებსა და კონფლიქტებს და ნუ აიღებთ თქვენს თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას.

თხის რქა

ნებისმყოფა და მოთმინება წარმატებისა და წინსვლის მომტანია, თქვენ დარწმუნებული ხართ ცხოვრებაში არჩეული გზის სისწორეში და ჯიუტად მიუყვებით მას, მაგრამ თავდაჯერებულობა და სიჯიუტე საკმარისი მოტივაცია არ არის მიზნის მისაღწევად.

მერწყული

შეეცადეთ თავად აიღოთ მიმდინარე მოვლენების მართვის სადავეები. არის ალბათობა შემოქმედებითი შთაგონება გეწვიოთ და უცხო სამყაროს ფერადოვან ილუზიებში ჩაიძიროთ.

თევზები

გადახედეთ თქვენს მიზნებს, იმისთვის, რომ სასურველი გზით წარმართოთ თქვენი ცხოვრება და შექმნათ ირგვლივ სასიამოვნო გარემო, ამისთვის შეუპოვრობა, მზაობა და მოტივაცია გესაჭიროებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system