თავში

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ფართოვდება თქვენი საკომუნიკაციო სივრცე, ახლა გაქვთ საშუალება აირჩიოთ, თუ ვისთან ერთად გააგრძელოთ და ააწყოთ მომავალი საქმიანობა, ყურადღება მიაქციეთ სამყაროსეულ მინიშნებებს.

კურო

მოერიდეთ მნიშნელოვან ცვლილებებს, იყავით ფრთხილად, რადგან დიდია ცდუნების ალბათობა ფინანსურ თემებთან დაკავშრებით, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით.

ტყუპები

მოსალოდნელია დაპირისპირება კონკურენტებთან ან ინტერესთა შეჯახება სხვადასხვა სიტუაციებიდან გამომდინარე, ამიტომ იყავით მეტად მობილიზებული და ფრთხილი.

კირჩხიბი

გულმოდგინედ შეასრულეთ დანაპირები და მონდომებით განაგრძეთ თქვენი საქმიანობა, შეიცვალეთ იმიჯი, ინტერესთა სფერო, მაგრამ იყავით ერთგული პარტნიორებისა და მეგობრებისთვის, არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან.

ლომი

მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯები, ამიტომ სასურველია აკონტროლოთ ბიუჯეტი და თავი აარიდოთ ზედმეტ გულუხვობასა და ხელგაშლილობას.

ქალწული

შორეული მოგზაურობის ალბათობა მატულობს, სასურველია მოინახულოთ მშობლები, ადამიანები რომლებიც წარსულში თქვენზე ზრუნავდნენ და სხვა ოჯახის წევრები.

სასწორი

გაითვალისწინეთ, რომ ახლა ჯობია საქმეები გეგმის მიხედვით, თანმიმდევრულად აკეთოთ. ჯერ არსებული საკითხები დაამუშავეთ და შემდეგ შეეჭიდეთ ახალს. ამგვარად დაზოგავთ თქვენს ენერგიას და შეძლებთ სირთულეების მოგვარებას.

მორიელი

გაანებივრეთ საკუთარი თავი, შეიძინეთ რაიმე თქვენი სიამოვნებისთვის, თუმცა ნუ დაკარგავთ კონტროლს თქვენს ბიუჯეტზე და იფიქრეთ შემოსავლების გაზრდაზე.

მშვილდოსანი

დღეს მოახერხებთ ყველას და ყველაფერს თქვენს ცხოვრებაში შესაბამისი ადგილი მოუნახოთ. შეძლებთ ხელში აიღოთ სადავეები და მოირგოთ წარმატებული ლიდერის როლი.

თხის რქა

აღიდგინეთ ძალები, მეტად მოახდინეთ თქვენი ენერგიების მობილიზება, თვალი მიადევნეთ მინდინარე მოვლენებს და სიტუაციის შესაბამისად გონივრულად მართეთ თქვენი ბიზნესი.

მერწყული

შეეცადეთ მთლიანად გამოავლინოთ თქვენი საქმიანი შესაძლებლობები, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ ნაჭუჭში, იაქტიურეთ, ახლა კომუნიკაციები ძალიან გჭირდებათ.

თევზები

ნუ დახარჯავთ ენერგიას წვრილმანებზე, აირჩიეთ უფრო მნიშნელოვანი საკითხები, შეეცადეთ მიიღოთ საუკეთესო შედეგები და გზა გაიკვალოთ ახალი სიმაღლეებისკენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system