თავში

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

რომანტიული განწყობა დღეს გიფერადებთ, მშვენიერი დღეა პირადი ურთიერთობების დასალაგებლად. მოუფრთხილდით საფულეს.

კურო

დაალაგეთ ურთიერთობები სამსახურში, იყავით მეტად აქტიური, თქვენი შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი შეუმჩნველი არ დარჩება.

ტყუპები

დღე ჩვეულ ვითარებაში ჩაივლის. ეცადეთ იყოთ მეტად დამოუკიდებელი და საკუთარი თავის იმედად.

კირჩხიბი

სასიამოვნო მოულოდნელობებით დახუნძლული დღეა. არ არის გამორიცხული ახლობელმა ადამიანმა, ან კოლეგამ სიურპრიზი გაგიკეთოთ, ან სულაც ცხოვრებისგან მიიღოთ ის რაზეც დიდი ხნის მანძილზე ოცნებობდით.

ლომი

ნუ გაიფანტებით, იყავით კონცენტრირებული ერთ კონკრეტულ საქმეზე. მრავალფეროვანი ინფორმაციების ეპიცენტრში ხართ.

ქალწული

მეტად აკონტროლეთ ფინანსური საკითხები, იყავით მოქნილი და გამოიჩინეთ დიპლომატია. ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს.

სასწორი

მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, ჩაუღრმავდით გონებაში იმ საკითხებს რომელიც გაურკვევლობამ მოიცვა. მოიწყვეთ რელაქსი საღამოს და დასვენებულ გონებაზე აუცილებლად მიიღებთ პასუხებს თქვენთვის აქტუალურ საკითხებზე.

მორიელი

დღე ჩვეულად ჩაივლის. ეცადეთ დააბალანსოთ შინაგანი და გარეგანი ენერგიები. დაკავდით სპორტით, იოგით და ყურადღება დაუთმეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს.

მშვილდოსანი

დაგეგმეთ კარიერასთან და ფინანსებთან დაკავშირებული პროექტებისა და საკითხების განვითარება. მოიკრიბეთ თანამოაზრეები და ნელი, სტაბილური ნაბიჯებით გათვალეთ მათთან ერთად სვლა.

თხის რქა

საკმაოდ პოზიტიური და შედეგიანი დღეა. შესაძლოა მიიღოთ ფინანსური სარგებელი, ან ძველმა პროექტებმა სწორედ ახლა გამოიღოს ნაყოფი. მეტად გაანებივრეთ საკუთარი თავი.

მერწყული

სამსახურსა თუ სახლში სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობისას მეტად დაეყრდენით ფაქტებს. შესაძლოა წარსულიდან ძველმა ნაცნობობამ შეგახსენოთ თავი.

თევზები

დღეს ყურადღების ცენტრში ხართ, სამსახურშიც და საღამოს მოსალოდნელ წვეულებაზეც, გარშემომყოფები თქვენით ადვილად იხიბლებიან. გამოიყენეთ ამ დღის ენერგიები სასარგებლო კომუნიკაციებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system