თავში

6-12 დეკემბერი: სასიყვარულო ჰოროსკოპი

6-12 დეკემბერი: სასიყვარულო ჰოროსკოპი
6-12 დეკემბერი: სასიყვარულო ჰოროსკოპი

ვერძი

ეს კვირა განსაკუთრებით წარმატებული იქნება ვერძისთვის. მთავარია იყოთ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ და ყველაფერი თავისით მოგვარდება. 

ქალი - იმისათვის რომ ბედნიერი ქალი იყოთ, საკმარისია უბრალოდ მოინდომოთ. თქვენს ირგვლის ძალიან ბევრი კედელი ააშენეთ და დროა ისინი დაანგრიოთ.

კაცი - უახლოეს მომავალში წარმატებული პერიოდი გელით. უნდა გამოძებნოთ სხვებთან საერთო ენა, წახვიდეთ კომპრომისზე საყვარელ ადამიანთან და ეს თქვენს ყველა პრობლემას მოაგვარებს. 

კურო

მიმდინარე კვირაში კუროს მიმართ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები დიდ ყურადღებას გამოიჩენენ. 

ქალი - თქვენ ხართ ენერგიული, ძალებით სავსე, აღმოჩენების სურვილით შეპყრობილი. არ დაკარგოთ ეს ტენდენცია და უახლოეს მომავალში კარიერულ წინსვლას შეძლებთ, მეორე ნახევარსაც შეხვდებით და  შესაძლოა, ხელიც გთხოვონ. 

კაცი - მოიცილეთ ტოქსიკური ნაცნობები. ნეგატიური ემოციები საერთოდ არ გჭირდებათ. ამ კვირაში შესაძლებელია ახალი სასიამოვნო ნაცნობები გაიჩინოთ.

ტყუპები

ამ კვირაში საპირისპირო სქესს უფრო მეტად მოიზიდავთ, ვიდრე ოდესმე. ისარგებლეთ ამ მომენტით.

ქალი - ვარსკვლავები გირჩევენ არ გაეკიდოთ ორ კურდღელს და გაამყაროთ თქვენი ამჟამინდელი ურთიერთობა. სწორედ ისინი გკვებავენ თქვენ. გაუფრთხილდით და ჩაეჭიდეთ თქვენს საყვარელ ადამიანს. 

კაცი - თუ თქვენს მეორე ნახევარს ყურადღება აკლია, ახლა გადამწყვეტი მომენტია მზრუნველობა გამოიჩინოთ. 

კირჩხიბი

ამ კვირაში ვარსკვლავები უფრო მეტად გწყალობენ, ვიდრე აქამდე. სამყარო თავისთავად მზადაა თქვენს დასახმარებლად. 

ქალი - კირჩხიბი ქალები განსაკუთრებული ბუნებისანი არიან, რომლებსაც განსაკუთრებული მიდგომას საჭიროებენ. მალე თქვენს გვერდით გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვენს სტერეოტიპებს გაანადგურებს.

კაცი - თუ მომავალ კვირაში საკუთარი გალიის კარს გახსნით და ახალ შესაძლებლობებს გამოიყენებთ მეორე ნახევრის პოვნას აუცილებლად შეძლებთ. 

ლომი

ამ კვირაში, ყოველ დილით იგრძნობთ დიდი ძალის მოზღვავებას, კარგ გუნება-განწყობილებას და, რაც მთავარია, ახლის შექმნის სურვილს.

ქალი - თქვენ ძლიერი პიროვნება ხართ, შეგიძლიათ ოჯახში მთავარი პირი იყოთ და ყველაფერი თავად მართოთ, მაგრამ ზოგჯერ ნამდვილად გსურთ იყოთ ნაზი და სუსტი არსება, დროა მოდუნება სცადოთ და ეს აუცილებლად მოგეწონებათ. 

კაცი - შეწყვიტეთ დივანზე წოლა და სასურველი მეორე ნახევრის ლოდინი. დროა, სიყვარულის საპოვნელად თავად იაქტიუროთ.

ქალწული

იმისათვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, ნებისმიერ დროს კარგ ფორმაში ყოფნა გჭირდებათ. თუმცა, მომავალი 7 დღის განმავლობაში, შეეცადეთ მოდუნდეთ და დრო ახლობლებთან გაატაროთ.  

ქალი - მომავალი კვირა ნათელი და დასამახსოვრებელი იქნება. ის  უამრავ დადებით ემოციასა და ნაცნობობას მოგიტანთ, რაც შესაძლოა სასიამოვნო გაგრძელებით დასრულდეს.

კაცი - სამყარო საშუალებას გაძლევთ მთლიანად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ეს არ ეხება მხოლოდ კარიერას, არამედ ურთიერთობებსაც. გადახედეთ მათ და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება.

სასწორი

მართალია ყოფიერების არსის გაგება მხოლოდ მარტოობაშია შესაძლებელი, თუმცა, მარტო საკმარისად დიდი დრო გაატარეთ, დროა ახალ ემოციებსა და შესაძლებლობებს კარი გაუხსნათ. 

ქალი - თუ თქვენი ურთიერთობა ნელა ვითარდება და ამით უკმაყოფილო ხართ, დროა ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოთ და თავად იმოქმედოთ.

კაცი - ამ კვირაში სიყვარულში წარმატება გელოდებათ. კვირა დატვირთულ იქნება სასიამოვნო საუბრებით და ფლირტით.

მორიელი

ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მომავალ კვირას დადებით ტალღაზე იქნებიან. ეს დაგეხმარებათ თვითშეფასების ამაღლებაშიც.

ქალი - დროა დარწმუნდეთ, რომ  ახალი შეხვედრებისთვის მზად ხართ და საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებით. წინ იარეთ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

კაცი - დაიღალეთ ზედმეტად ერთფეროვანი ურთიერთობით, რომელიც აღარ ვითარდება? დროა რაიმე მოიმოქმედოთ და თქვენი და თქვენი პარტნიორის ცხოვრებას სიახლეები შემატოთ.

მშვილდოსანი

ახალი კვირა მშვილდოსანისთვის უამრავ დადებითს მოიტანს. ზოგიერთი კარიერულ წინსვლას მიაღწევს, ზოგს კი სიყვარულში გაუმართლებს. 

ქალი - გსურთ თქვენი ოცნებების ასრულება? იმოქმედეთ, ეს კვირა სასიყვარულო ურთიერთობებისა და ოცნებების ასასრულებლად საუკეთესოა.  

კაცი - სამშაბათიდან თქვენთვის სიყვარულის, ვნებისა და რომანტიკის კარი გაიხსნება. 

თხის რქა

მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. შეეცადეთ თითოეული ნაბიჯი სწორად გათვალოთ და ძლიერ, თბილ და მტკიცე ურთიერთობას დაამყარებთ.

ქალი - მომავალ კვირას სიყვარულის მხრივ ყველაფერი კარგად ჩაივლის. თქვენ ის გიყვართ და მას თქვენ უყვარხართ, მთავარი ხომ ეს არის. 

კაცი - მიმდინარე კვირაში მშვიდად და ერთგულად უნდა დარჩეთ. პროვოკაციები მალე უკანა პლანზე გადავა.

მერწყული

სხვების რჩევებს არ მოუსმინოთ, ისე მოიქეცით, როგორც სწორად მიგაჩნიათ.

ქალი - მიენდეთ საკუთარ ინტუიციას. თქვენ აირჩიეთ ის პიროვნება, რომელიც ბედმა გამოგიგზავნათ და შეგიძლიათ მასთან ცხოვრების ბოლომდე ბედნიერი იყოთ.

კაცი -საზღვრებს ნუ გადააბიჯებთ. ფრთხილად იყავით, მსუბუქი ფლირტი რომანტიკაში არ უნდა გადაიზარდოს.

თევზები

მომავალ კვირაში მოგიწევთ დასახული მიზნების მისაღწევად განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინოთ.

ქალი - მომავალ კვირას ენერგიით სავსე ხართ, პოზიტივით ანათებთ და სწორედ ეს იზიდავს პოზიტიურ მოვლენებსა და ადამიანებს თქვენს გარშემო. 

კაცი - დროა ყველა პრობლემას თვალი გაუსწოროთ. განამტკიცეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, შეხვდით ნათესავებს. ეს ემოციები დაგეხმარებათ სიმშვიდის აღდგენაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system