თავში

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 02:28 დან - 23:46მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

სასურველია ეს დღე თვითშემეცნებისა და პროფესიონალური უნარების ამაღლებისთვის გამოიყენოთ. გადახედეთ და გაფილტრეთ თქვენი საკომუნიკაციო სივრცე.

კურო

გადახედეთ თქვენს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, შეჰხედეთ რეალობას თვალებში და აიღეთ მართვის სადავეები საკუთარ ხელში. სირთულეებს ადრე თუ გვიან თქვენი გონივრულობითა და მოთმინების წყალობით მაინც გაართმევთ თავს.

ტყუპები

იყავით აქტიური და კომუნიკაბელური, დღეს ფორტუნა თქვენს მხარესაა, შეგიძლიათ დაკავდეთ ერთდროულად რამდენიმე საქმით, მთავარია თითოეული მათგანი ბოლომდე მიიყვანოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ დღე მშვიდ წყნარ გარემოში გაატაროთ თქვენთვის კომფორტულ ადამიანებთან ერთად, დატკბით ბუნების ენერგიებით, ჯანსაღი გარემო თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება.

ლომი

იყავით დამოუკიდებელი და თავდაჯერებული, ნუ იტყვით უარს თქვენს მიზნებზე! იმოქმედეთ, ნუ დაელოდებით უკეთეს დროსა და შანსებს.

ქალწული

შეინარჩუნეთ სიმშიდე და ნუ იჩქარებთ, ეცადეთ ყოველ სიტუაციაში რაღაც მნიშვნელოვანი და ღვთაებრივი მარცვალი იპოვნოთ. ყველაფერს თავის დრო აქვს და არაფერი არ ხდება შემთხვევით.

სასწორი

შესაძლოა წარუმატებლობაზე ფიქრმა შეგიპყროთ, დაკავდით რაიმე საქმით, თუნდაც მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე, გადაახარისხეთ უსარგებლო ნივთები, გაათავისუფლეთ ადგილი ახალი ენერგიებისთვის.

მორიელი

შესაძლოა ეჭვმა შეგიპყროთ, ეცადეთ გაფანტოთ უსარგებლო ფიქრები და კონცენტრირდით მთავარ საქმეზე. ნუ გადაიღლებით და მიიღეთ ნებისმიერი პროცესიდან სიამოვნება.

მშვილდოსანი

არის ტყუილების ალბათობა, ყურადღებით იყავით ახალ გაცნობილ ადამიანებთად, რადგან მათი მხრიდან მანიპულაციამ შესაძლოა არასწორი ნაბიჯები გადაგადგმევინოთ.

თხის რქა

შესაძლოა სწორედ დღეს გადაწყდეს გარკვეული გაჭიანურებული საკითხები, რომელსაც დიდხანს ელოდით. იყავით გულისხმიერი და გულწრფელი გარშემომყოფების მიმართ და გქონდეთ მათგანაც მხარდაჭერის იმედი.

მერწყული

თქვენი სიმტკიცე და ნებისყოფა მისაბაძია, მაგრამ ნუ იტვირთავთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას და ნუ შეეჭიდებით იმას რაც თქვენს ძალებს აღემატება.

თევზები

თქვენი ფილოსოფიური ხედვითა და სიღრმეებში წვდომის უნარით არაერთ ადამიანს დაეხმარებით, კარგი დროა საკუთარ მანკიერი თვისებების გასაანალიზებლად და მათ აღმოფხვრაზე სამუშაოდ.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system