თავში

6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 16:10დან დღის ბოლომდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, თავი შეიკავეთ სარისკო ქმედებისა და რადიკალური ნაბიჯების გადადგმისგან. მატულობს ტრავმულობის ალბათობა.

კურო

დაისვენეთ, დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები, განსაკუთრებული დრო დაუთმეთ ფინანსურ საკითხებს.

ტყუპები

დღეს გონება გამჭრიახობისა და არასტანდარტულობის წყალობით არაერთ საკითხს გადაჭრით თქვენს სასარგებლოდ. პირად და საოჯახო თემებში გარჩევებს ეცადეთ თავი აარიდოთ და შესაფერის დროს დაელოდოთ მათი მოგვარებისთვის.

კირჩხიბი

გაქვთ ენერგიაც და გონიერებაც ნებისმიერი საქმე წარმატებით გადაჭრათ. მთავარია გქონდეთ რწმენა რომ ყველაფერი გამოგივათ.

ლომი

იზრუნეთ საჭირო ხალხის ნდობის მოპოვებაზე, ნუ იქნებით ორიენტირებული სწრაფ შედეგებზე. ფინანსურ საჭიროებებში დროებით მეგობრები დაიხმარეთ.

ქალწული

დღე გამოიყენეთ ისეთი ადამიანების მოძიებისთვის, რომლებიც დაგეხმარებიან პერსპექტიული იდეების რეალიზებაში. მეტი ყურადღება დაუთმეთ მატერიალურ სფეროს.

სასწორი

მეტი დრო დაუთმეთ თქვენს კარიერულ პროგრესზე ფიქრს, კოლეგებს. ნუ დაიშურებთ ფინანსებს საკუთარი თავის განვითარებისთვის.

მორიელი

იყავით ორიენტირებული წვრილმანებზე, ეცადეთ შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმით და ნუ მოიკრიბავთ მოშურნეებს თქვენი ინიციატივითა და აქტიურობით, ამისთვის ჯერ შესაფერისი დრო არ არის.

მშვილდოსანი

მშვენიერი პერიოდია ახალი ნაცნობობისა და მოლაპარაკებებისთვის როგორც საქმიან ასევე პირად-სასიყვარულო საკითხებში, იყავით უფრო მეტად თავშეკავებული. გადაანაწილეთ თქვენი ენერგია დღეზე, დაკავდით სპორტით, გაისეირნეთ.

თხის რქა

სასურველია იზრუნოთ თქვენი პირადი ცხოვრების მოწყობაზე, ნუ იზარმაცებთ, მეტად გახალისდით, მოინახულეთ ახალი ადგილები, ნუ იქნებით რადიკალური, ცოტა მეტი მოთმინება გამოიჩინეთ.

მერწყული

იზრუნეთ ენერგო-ტონუსის ამაღლებაზე, დაკავდით სპორტით, მეტი დრო დაჰყავით სუფთა ჰაერზე. თქვენს განწყობაზე კი მეგობრები იზრუნებენ.

თევზები

მშვენიერი დღეა ნებისმიერი აქტივობისთვის, უბრალოდ იყავით უფრო დაკვირვებული ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system